დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 ნოემბერი

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ხელსაყრელი დღეა, როდესაც შესაძლებელია ახალი საქმის დაწყება - ხართ თავდაჯერებული, ენთუზიაზმით სავსე და იცით, რომ პრობლემების წინაშე უკანდახევას არ აპირებთ. მოსალოდნელია იღბლიანი შენაძენი და გარიგება. ფინანსებთან დაკავშირებით ინტუიცია დაგეხმარებათ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები ახლობლებისგან.

მოციმციმე ხე მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ ნოემბრის მეორე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

გასათვალისწინებელია, რომ დღეს ყველა საქმე დიდ ძალისხმევას მოითხოვს. არ არის გამორიცხული შეცდომები, გაუგებრობები, რის გამოც წინა დღეს შესრულებული სამუშაო, შესაძლოა, წყალში ჩაიყაროს. ძნელია, ამას მშვიდად შეხვდეთ, მაგრამ თუ ემოციებს არ გააკონტროლებთ, ყველაფერი უფრო გართულდება. გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ. მდგომარეობიდან გამოსვლაში მეგობრების რჩევები დაგეხმარებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

დამოუკიდებლად თუ იმოქმედებთ, წარმატების მიღწევა ძნელი იქნება. დაფიქრდით, ვინ შეიძლება დაგეხმაროთ. შუადღისას მოსალოდნელია დაუგეგმავი, მაგრამ ძალზე სასიამოვნო შეხვედრები. შესაძლებელია მცირე ოდენობის თანხის მიღება, რომლითაც შეგიძლიათ შეიძინოთ ნივთი, რომელიც დიდი ხანია გაინტერესებთ. საბოლოო არჩევნის გაკეთება დააყოვნეთ - სჯობს, კარგად დაფიქრდეთ და შემოთავაზებული წინადადებები შეადაროთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 11–17 ნოემბრის პერიოდში

კირჩხიბი

ეცადეთ, არაფერზე ინერვიულოთ. ძალიან წაგადგებათ, თუ გარეგნულად მაინც შეინარჩუნებთ სიმშვიდეს. წარმატებების მისაღწევად აუცილებელია ემოციების გაკონტროლება; არ წამოეგოთ პროვოკაციებს. არ ღირს ვინმესთვის რჩევის კითხვა, სჯობს, საკუთარ ჯანსაღ აზრს ენდოთ. შესაძლებელია საოცარი შეხვედრები, უჩვეულო ნაცნობობა, საინტერესო საუბრები.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

საინტერესო და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. ბევრის მიღწევას შეძლებთ, განსაკუთრებით, თუ საკუთარი შეხედულებებით იმოქმედებთ და არა სხვების რჩევების მიხედვით. შესაძლებელია, შეხვდეთ ადამიანებს, რომელთა წყალობით ყველაზე თამამ იდეებს შეასხამთ ხორცს. თუმცა, აუცილებელია, რომ ადამიანები ერთმანეთისგან გამოარჩიოთ - ყველასთან არ ღირს გულგახსნილობა. შინაგანი ხმა გიკარნახებთ, ვისთან უნდა იფრთხილოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება. დღე სავსეა მოულოდნელი მოვლენებით, სიურპრიზებით, სიახლეებით, რომლებმაც, შესაძლოა, გეგმების შეცვლა გაიძულოთ. გარშემომყოფები ხშირად უშვებენ შეცდომებს. თქვენ არ უნდა დაიბნეთ და სწორად უნდა შეაფასოთ ვითარება. შეცდომები გამორიცხული არაა, მაგრამ ეცადეთ, მალევე გამოასწოროთ ისინი. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, კარგი სიახლეები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად ნოემბერში

სასწორი

შესანიშნავი დღეა ახალი წამოწყებებისთვის. მთავარია, რომ საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, ნამდვილად გაინტერესებდეთ. ინტუიცია გიკარნახებთ, სად შეიძლება წარმატების მიღწევა და რაზე არ ღირს დროის დაკარგვა. ნუ შეუშინდებით ინიციატივის გამოჩენას. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ახლა ფულს რამდენადმე ქარაფშუტულად ეკიდებით. ნუ დახარჯავთ მას უსარგებლო ნივთებსა და წვრილმანებზე.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები - ვის უმართლებს ყველაზე მეტად ლატარიის თამაშში

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

მოუსმინეთ ინტუიციას - ის დღეს ზუსტ მინიშნებებს მოგაწვდით. მისი დახმარებით იპოვით უმოკლეს და უმარტივეს გზას წარმატებისკენ. დღეს ადამიანებთან ადვილად პოულობთ საერთო ენას. შესაძლოა, სათავე დაედოს რომანტიკულ ისტორიას, რომელიც მალე თქვენთვის მნიშვნელოვანი გახდება. როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში სასარგებლო იქნება ინიციატივის გამოჩენა.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

დასახული მიზნების მისაღწევად დახმარება შეიძლება დაგჭირდეთ. ამ დახმარებას ბევრი შემოგთავაზებთ. ზოგიერთმა თქვენგანმა, შესაძლოა, გავლენიანი მფარველი იპოვოს. გაგახარებთ მეგობრებთან ურთიერთობები, ისინი იოლად გიგებენ, მაგრამ საყვარელ ადამიანთან საერთო ენის გამონახვა გიჭირთ. შესაძლოა, სრულიად უადგილოდ ძველმა წყენამ იჩინოს თავი. არ არის გამორიცხული ჩხუბი წვრილმანების გამო.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრების მთავარი აზრი

თხის რქა

დღეს არაერთი უთანხმოება და კამათია მოსალოდნელი. ხშირად სწორედ თქვენ ხართ ამის ინიციატორი, ამასთან, გაგონებაც არ გსურთ, რომ, შესაძლოა, სხვებიც მართალი არიან და შესაძლებელია მცირეოდენ დათმობაზე მაინც წასვლა. საქმეებზე გულისყურის მობილიზება გიჭირთ, მაგრამ დღის მეორე ნახევარში ეს აუცილებელი იქნება. ეცადეთ, ეს პერიოდი დრო უქმად არ დაკარგოთ, შესაძლებელია დიდი წარმატებების მიღწევა.

ასაკოვანი ადამიანები ველოსიპედებით - Sputnik საქართველო
ღვინოსავით: რაც უფრო ძველია, უფრო კარგია - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ლამაზად ბერდებიან

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

არცთუ ხელსაყრელი დღეა რთული და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. რასაც აკეთებთ, მოსაწყენად და დამღლელად გეჩვენებათ, ამასთან, ხშირად ხელს გიშლიან ყურადღების მობილიზებაში. გარშემომყოფებთან შეთანხმება ერთობლივ საქმიანობაზე იოლი არ არის, რადგან თითოეული წინა პლანზე საკუთარ ინტერესებს აყენებს. სავარაუდოდ, შეძლებთ ღია კონფლიქტების თავიდან აცილებას, თუმცა, უკმაყოფილება დიდხანს შეიძლება გაგყვეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

სავსემთვარეობა 12 ნოემბერს: როგორ იმოქმედებს, როგორ ვიმოქმედოთ

თევზები

ხელსაყრელი დღეა იმ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის, ვისთანაც საქმიანი ინტერესები გაკავშირებთ. ახლა შესაძლებელია ბევრ რამეზე მშვიდი საუბარი, არაერთმნიშვნელოვანი ვითარების განმარტება, შემდგომ მოქმედებებზე შეთანხმება. არ არის გამორიცხული, რომ უჩვეულო წინადადება მიიღოთ. მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც რომანტიკულ ისტორიას დაუდებს სათავეს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0