18:00 23 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1530
  • 100 RUB4.5220
  • USD3.4462
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
1042420

ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობისთვის ეს კვირა საკმაოდ ხელსაყრელი და პოზიტიური იქნება. ვარსკვლავები სტაბილურად და დადებითად იქნებიან განწყობილი.

ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები, ამიტომ 11–17 ნოემბრის პერიოდში ამ ცვლილებებისთვის უნდა მოვემზადოთ.

გამოყენეთ ასტროლოგების რჩევები, რათა საკუთარ ცხოვრებაში მეტი პოზიტიური ემოციები და იღბალი მოიზიდოთ და სათანადო განწყობა შეიქმნათ.

ვერძი

თვის შუა რიცხვებში სასიყვარულო საქმეები თქვენთვის განსაკუთრებულ აზრს შეიძენს. ვარსკვლავები მეორე ნახევრის ძებნაში დაგეხმარებიან. შესაძლოა, საწინააღმდეგო სქესის არაერთ საინტერესო ადამიანს შეხვდეთ, ამიტომ გაითვალისწინეთ ზოდიაქოს ნიშნების ასტროლოგიური შეთავსებადობა. იდეალური დრო იქნება რომანტიკის, ახლობლებთან ერთობლივი საქმეებისთვის.

ვარსკვლავები და პლანეტები ამ კვირაში დაგეხმარებიან ახალი მიზნების დასახვაში, მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებაში. გაჩნდება შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მნიშვნელოვანი ნივთები, იღბლიანად ჩადოთ ფული რამე საქმეში. წარმატების გარანტია მუხლჩაუხრელი შრომა იქნება. არ იზარმაცოთ.

კურო

შესანიშნავი პერიოდია მუშაობისთვის, მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმოწერისთვის, გასაუბრებისთვის, მივლინებისთვის. გაგიადვილდებათ გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით ორშაბათსა და სამშაბათს. უქმეებზე, ანუ 16 და 17 ნოემბერს ვარსკვლავები და პლანეტები ასევე ენერგეტიკულად აქტიური იქნებიან, რაც თქვენზე დადებითად აისახება.

ამ კვირაში მრავალფეროვანი მოვლენებია მოსალოდნელი, თუმცა ზოგიერთი მათგანი არცთუ სასიამოვნო იქნება. პრობლემების დაძლევაში პოზიტიური განწყობა და ასევე, ახლობლები დაგეხმარებიან. გუნდური მუშაობა საკმაოდ ეფექტურ შედეგს მოიტანს. ასევე მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის მაღალი დონე და პუნქტუალობა.

ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით

ტყუპი

თქვენს ცხოვრებაში ამ კვირაში ფულთან დაკავშირებით ვითარება მკვეთრად შეიცვლება – მოსალოდნელია ე. წ. იოლი ფულის შოვნა. ასევე, მსუბუქად ჩაივლის ადამიანებთან ურთიერთობები. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ თამამად ითხოვოთ დახმარება, იმუშაოთ გუნდთან ერთად. დიდი წარმატებები გელოდებათ სასიყვარულო სფეროში.

გარშემომყოფებთან იყავით მეტად გულწრფელი, გულღია, გაუზიარეთ მათ თქვენი ემოციები და გრძნობები. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები ამას აუცილებლად შენიშნავენ. მარტოხელებს სულიერად ახლობელი ადამიანის შეხვედრის შანსი გექნებათ. ასტროლოგები გირჩევენ, ეს კვირა მარტოობაში არ გაატაროთ.

კირჩხიბი

ამ კვირის განმავლობაში სამუშაო სფეროში აჩქარება არ არის რეკომენდებული. ფინანსებთან დაკავშირებით ყველაფერს პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. ეს ასევე ეხება საოჯახო საქმეებსაც. ყველა საკითხში სიმტკიცე და თავდაჯერებულობა გჭირდებათ – ეს მნიშვნელოვანია.

ყველაზე ხელსაყრელი დღეებია 11 და 12 ნოემბერი. ამ დღეებში ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკა ბევრად აღმშენებლობითი იქნება. შეძლებთ ნებისმიერ, ძალზე დინამიკურ ტემპზე აყოლასაც კი. შეგექმნებათ კარგი განწყობა. პროდუქტიულობა მოიმატებს. იღბალი თქვენი თანმდევი იქნება.

თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი

ლომი

ახლა ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკა ძალზე სტაბილურია და ეს მდგომარეობა ჯერჯერობით არ შეიცვლება. ეს ძალიან კარგია ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ხელს შეგიშლით ახალ წამოწყებებში. საქმეების დაგეგმვა ჯერ არ ღირს, ასევე არასასურველია გარისკვა და ავანტიურაში ჩაბმა.

სასიყვარულო სფეროში იღბალი თქვენთანაა. წარმატებით ჩაივლის რომანტიკული შეხვედრები, პაემნები, სიყვარულში გამოტყდომა. ასტროლოგები დაჟინებით გირჩევენ, არ იქონიოთ ურთიერთობები ტოქსიკურ ადამიანებთან. მოერიდეთ ენერგეტიკულ ვამპირებს და შეინარჩუნეთ კარგი განწყობა და ჯანმრთელობა.

ქალწული

ქალწულებს ამ კვირაში სამსახურსა თუ ბიზნესში ბევრი ახალი შესაძლებლობა გაგიჩნდებათ. ზოგიერთ თქვენგანს გაუგებრობები ელოდება ურთიერთობებსა და ოჯახში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახლობლებს ყურადრება დაუთმოთ.

საქმიან სფეროში შეუპოვრობა და მიზანსწრაფულობა გმართებთ. ზოგიერთ საკითხში მტკიცე ნაბიჯი, ან ნახტომი უნდა გააკეთოთ, რათა მიზანს მიაღწიოთ. იყავით დაკვირვებული, რადგან ირგვლივ ბევრი რამ ხდება, რაც ამა თუ იმ საქმეზე გავლენას ახდენს. დაუფიქრებლობა კი პრობლემების კატალიზატორი გახდება.

ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას

სასწორი

სასწორებმა საიდუმლო საიდუმლოდ უნდა დატოვოთ, არავის გაანდოთ თქვენი სამომავლო გეგმები. კვირის დასაწყისში დიდი ნეგატიური ენერგეტიკის გავლენის ალბათობაა. სამშაბათს ვითარება შეიცვლება, მაგრამ მაინც მოერიდეთ პირფერ ადამიანებს, რათა პრობლემები აიცილოთ თავიდან.

ვარსკვლავების ენერგეტიკა ოთხშაბათიდან ძალიან დადებითი გახდება, რაც ხელს შეუწყობს ცხოვრების ყველა სფეროში წარმატებების მოზიდვას. უქმეებზე ასტროლოგები გირჩევენ, სასიყვარულო სფეროზე გაამახვილოთ ყურადღება – გადაერთეთ მეორე ნახევრის ძებნაზე, ფლირტზე, ზოგადად, რომანტიკაზე. ძალზე კაშკაშა და ემოციური პერიოდი გელოდებათ.

მორიელი

ამ კვირაში ძალიან დაგჭირდებათ ცივი და გამჭრიახი გონება. არ არის გამორიცხული, რომ კონკურენტებმა თქვენი უკან ჩამოტოვება გადაწყვიტონ. ასეთ შემთხვევაში უნდა გამოიჩინოთ სიმტკიცე და უკან არ დაიხიოთ.

საქმიან სფეროში, ასევე ფინანსებში შესაძლებელია დაუგეგმავი ცვლილებები. ზოგიერთი აქედან, შესაძლოა, უსიამოვნოც იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იღბალმა ზურგი გაქციათ. მოტივაციისა და ენთუზიაზმის შემცირების მომენტებში ბრძოლა უნდა განაგრძოთ. ეს კვირა ძალზე მნიშვნელოვანი და პროდუქტიული იქნება თქვენთვის.

სახალისო „შპარგალკა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალებისთვის

მშვილდოსანი

ახლა თქვენთვის ახალი ემოციებია აუცილებელი, რომლის პოვნაც სიყვარულშია შესაძლებელი. ეს შეიძლება იყოს ახალი ნაცნობობა, ან სასიამოვნო დროის გატარება საყვარელ ადამიანთან. კაშკაშა ემოციების მიღება შესაძლებელია არასტანდარტულ საქმეებში. ახლა პლანეტები და ვარსკვლავები იდეალურ მდგომარეობაში არიან იმისთვის, რომ ახალი გატაცება ეძებოთ.

განწყობის ასამაღლებლად წაგადგებათ დროული დასვენება, მგზავრობა, მივლინება. ასევე კარგი იქნება საყიდლებზე წასვლა. შესაძლებელია რამის ყიდვა სახლისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც – განაახლეთ გარდერობი.

თხის რქა

ასტროლოგების პროგნოზით, ამ კვირაში შეიქმნება ვითარება, როცა დიდი თანხის დახარჯვა შეიძლება მოგიწიოთ. ეცადეთ, უსარგებლო ნივთები არ იყიდოთ და ფული ქარს არ გაატანოთ. გაუგებრობებია მოსალოდნელი სამუშაოზე. მათთან გამკლავებაში ინტუიცია დაგეხმარებათ, რომელიც განსაკუთრებით ორშაბათს გამძაფრდება.

სასიყვარულო საკითხებში წარმატება და პოზიტივი გელოდებათ. ეს განსაკუთრებით მარტოხელებს ეხება. შეხვდებით ადამიანს, რომელიც შეიყვარებს თქვენს ძლიერ მხარეებს და მიიღებს ნაკლოვანებებს, მაგრამ მოვლენების დაჩქარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასევე, ექსპერტები გირჩევენ, ძალიან არ გადაღალოთ ორგანიზმი მუშაობითა და სპორტით და ხშირად დაისვენოთ.

სიყვარულში უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები

მერწყული

ვარსკვლავები და პლანეტები 11–17 ნოემბრის პერიოდში თქვენში ნეგატიური გრძნობების პროვოცირებას შეეცდებიან. ამისგან რომ თავი დაიხსნათ, უნდა შეწყვიტოთ უსიამოვნო მომენტების გახსენება, ნერვიულობა და მიჰყვეთ გეგმების შედგენას, შეიცვალოთ გარემო, უქმეებზე კარგად დაისვენოთ.

ამ კვირაში თქვენი სახლი თქვენს ციხე–სიმაგრედ იქცევა, ამიტომ ეცადეთ, მას დადებითი ენერგეტიკა შესძინოთ. ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტას შემოქმედებითად, ენთუზიაზმით მოეკიდეთ. რაც უფრო კარგი განწყობა გექნებათ, მით უფრო ბევრ რამეს მოასწრებთ ამ პერიოდში. ვარსკვლავები გააძლიერებენ თქვენს ქარიზმატულობას, ასე რომ, წარმატებებია მოსალოდნელი სასიყვარულო სარბიელზე.

თევზები

დროა, ცხოვრებაში სიახლეები შეიტანოთ. საუბარია არა მხოლოდ რამე ნივთების ყიდვაზე, არამედ ახალ ურთიერთობებზე, გატაცებებზე. ეს მნიშვნელოვანი პერიოდია, როდესაც ვარსკვლავები ძალზე აღმშენებლობითი იქნებიან. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები, პროექტები.

თქვენი ერთ–ერთი საუკეთესო თვისება ისაა, რომ მოკრძალებული ხართ. ეს თვისება განსაკუთრებით აქტუალური იქნება ახლა. არ ღირს სხვისი ყურადღების მიქცევა და ადამიანების ნეგატიური ემოციების პროვოცირება. სჯობს, ამ კვირაში „უჩინმაჩინის“ ქუდი დაიხუროთ და მოვლენებს დააკვირდეთ, რათა მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოგეპაროთ. ყველაზე პროდუქტიული და ხელსაყრელი დღეები თქვენთვის იქნება ორშაბათი, შაბათი და კვირა.

მთავარი თემები