დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 ნოემბერი

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია მუშაობისა და სწავლისთვის, ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ამოცანების გადაწყვეტისთვის, რომლებიც შემოქმედებით დამოკიდებულებას მოითხოვს. ჩნდება მრავალი ახალი იდეა, რომლებსაც კრიტიკულად აფასებთ. დღის მეორე ნახევარში გაგიჭირდებათ კამათის თავიდან აცილება. ბევრი არ გეთანხმებათ, რაც გწყინთ. კარგი იქნება, თუ თქვენს ემოციებს ვერავინ შეამჩნევს.

ხომალდი ოკეანეში - Sputnik საქართველო
კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 4–10 ნოემბრის პერიოდში

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კურო

ძალზე ხელსაყრელი და საინტერესო დღეა; გექნებათ შესაძლებლობა, რომ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვალოთ, გააკეთოთ სასარგებლო რამ საკუთარი თავისა და სხვებისთვის. თუნდაც ძალიან დატვირთული იყოთ, დაღლილობას ვერ იგრძნობთ, ამიტომ ბევრ რამეს მოასწრებთ. დაგრჩებათ დრო ახლობლებთან ურთიერთობებისთვისაც. შესაძლოა, მოულოდნელად სადმე დაგპატიჟონ, ან თქვენ მიიღოთ სტუმრები, რაც ძალიან გაგახარებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

დღის პირველი ნახევარი მშვიდად და ნაყოფიერად ჩაივლის. ამ დროს შეგიძლიათ, თვითონ გადაწყვიტოთ, რა გააკეთოთ პირველ რიგში. შესაძლოა, რამე ძველ პროექტს დაუბრუნდეთ. არ არის გამორიცხული, რომ ძველი ვალი დაგიბრუნონ, ან ადრე გაკეთებული სამუშაოს ანაზღაურება მიიღოთ. დღის მეორე ნახევარი ნაკლებად ხელსაყრელია. ემოციური ფონი დაძაბული გახდება, ხშირად ღიზიანდებით წვრილმანების გამო. მოსალოდნელია შეცდომები, რასაც სიჩქარე გამოიწვევს. იყავით უფრო მომთმენი და ყველაფერი კარგად იქნება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ზოდიაქოს სამი „ტყვიაგაუმტარი“ ნიშანი

კირჩხიბი

რთული დღე გელოდებათ. ხშირად გაჩნდება უთანხმოებები, კამათი. ამასთან, ყოველთვის დარწმუნებული არ იქნებით, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. განცდები ხელს შეგიშლით ყურადღების კონცენტრირებაში. შესაძლებელია დაუგეგმავი ხარჯები - არ არის გამორიცხული, რომ დაზიანდეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ახლის ყიდვა დაგჭირდეთ სასწრაფოდ. ახლობლებთან ურთიერთობები სიხარულს მოგიტანთ.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო
სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

მიუხედავად ზოგიერთი სირთულისა, წონასწორობასა და ოპტიმიზმს არ კარგავთ. შეუპოვრობა შესანიშნავ შედეგებს მოიტანს. მიაღწევთ იმას, რაზეც ადრე ვერც იოცნებებდით. მხარში დაგიდგებიან ადამიანები, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ახლობლებთან ურთიერთობები ყოველთვის ჰარმონიული არ არის, მაგრამ სერიოზულ კონფლიქტამდე საქმე არ მიგყავთ. ამაში იუმორი გეხმარებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

დღის დასაწყისი რთული ემოციური ფონით გამოირჩევა, ამის გამო თავი, შესაძლოა, უკიდურესად არაკომფორტულად იგრძნოთ. ჩვეულებრივ მშვიდი ქალწულები, შესაძლოა, წვრილმანების გამო განერვიულდეთ, რასაც ადრე ყურადღებასაც არ მიაქცევდით. დღის მეორე ნახევარში სულიერი წონასწორობა დაგიბრუნდებათ. კარგი დროა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის, საოჯახო საქმეებისთვის. შეგიძლიათ შეიძინოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და სხვა.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მიწის სტიქია: ზოდიაქოს სამი ნიშანი

სასწორი

დღე საკმაოდ მშვიდად ჩაივლის. დიდი ალბათობით, ის მნიშვნელოვან მოვლენებსა და დიდ ცვლილებებს არ მოიტანს, სამაგიეროდ, შეძლებთ ადრე დაწყებული საქმეების დასრულებას, რთული ამოცანების გადაჭრას. ყურადღებიანი ხართ წვრილმანებისადმი, ამიტომ შეცდომებს ნაკლებად უშვებთ. შესაძლოა, გაჩნდეს ახალი იდეები, რომელთა რეალიზება ჯერ არ ღირს. გაგახარებთ ახლობლებთან ურთიერთობები.

 ფრანები ბათუმის თავზე: მზე, ზღვა და კარგი განწყობა - Sputnik საქართველო
რა გველოდება ნოემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

დღის დასაწყისი კარგი დროა ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ მოძებნოთ ახალი მოკავშირეები, კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ ახლად გაცნობილ ადამიანებზე, მოაგვაროთ ურთიერთობები მათთან, ვისთანაც საერთო ენის პოვნა გიჭირთ. საღამოს იგრძნობთ, რომ ძალიან დაიღალეთ და დასვენება გჭირდებათ. ამ დროისთვის არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ. ყურადღება მიაქციეთ საკვებს - მოერიდეთ საეჭვო, ვადაგასული პროდუქტის მიღებას, რადგან არის მოწამვლის ალბათობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

კარგი დღეა რამე ახლის სწავლის, სხვისი გამოცდილების გათვალისწინებისთვის, ასევე, ურთიერთობებისთვის იმ ადამიანებთან, რომლებსაც თქვენი ცოდნა შეიძლება გამოადგეს. ბევრ ჩვეულ რამეს სხვაგვარად აღიქვამთ. არ არის გამორიცხული, რომ დღეს გაჩენილმა იდეებმა თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. შესაძლებელია მოულოდნელი ვიზიტები, შეხვედრები ადამიანებთან, რომლებიც ძალიან გენატრებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

თქვენთან ურთიერთობები რთულია. არ ხართ დათმობაზე წასვლისთვის მზად, თუნდაც გულის სიღრმეში აღიარებდეთ, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. ამასთან, ბევრი გახსენებთ წარსულის შეცდომებს, რაც ასევე ხელს გიშლით გარშემომყოფებთან მშვიდ ურთიერთობებში. ხანდახან გიჭირთ მწარე შენიშვნებისგან თავშეკავება, მაგრამ მაინც ცდილობთ, მაქსიმალურად კორექტული იყოთ. კარგი სიახლეა ის, რომ შეგიძლიათ შესანიშნავი შედეგების მიღება, თუ დამოუკიდებლად იმოქმედებთ.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ხელსაყრელი დღეა თანამშრომლობისთვის, ძალისხმევის გაერთიანების, ერთობლივი მოქმედებებისთვის. ინტუიცია შეუცდომლად გკარნახობთ, ვის უნდა მიმართოთ მხარდაჭერისთვის. არ არის გამორიცხული, რომ დაგეხმარონ ის ადამიანები, რომლებსაც თქვენ დაეხმარეთ ადრე. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. დღეს თქვენი ორგანიზმი ჩვეულებრივზე მეტად დაუცველია. დღის მეორე ნახევარში ნუ დაგეგმავთ რთულ საქმეებს, შორეულ მგზავრობას და რაც მთავარია, ნუ აჰყვებით პირქუშ ფიქრებსა და მოგონებებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება

თევზები

ეს ის დღეა, როცა შეგიძლიათ წარმატებას მიაღწიოთ თქვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან საქმეებში. ამისთვის კი სიმტკიცე გჭირდებათ. ზოგჯერ მოგიწევთ საკუთარი ინტერესების დაცვა, მაგრამ ამან უხერხულობის განცდა არ უნდა მოგგვაროთ, რადგან საკუთარი პოზიციების დაცვით თქვენ კონფლიქტებსა და წყენას იცილებთ თავიდან. კარგი დროა მგზავრობისთვის, განსაკუთრებით, თუ ძველ ნაცნობებთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად გაემგზავრებით.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0