დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 ნოემბერი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

მოულოდნელობებით აღსავსე დღეა. ბევრი რამ ისე არ მიდის, როგორც ელოდებოდით, ამიტომ ყველა გეგმის განხორციელებას ვერ შეძლებთ. ხშირად გიწევთ იმპროვიზირება, გადაწყვეტილებების გზადაგზა მიღება. მოქმედება იმაზე სწრაფად არის საჭირო, ვიდრე ეს თქვენ გსურთ. თავდაპირველად ეს განერვიულებთ, მაგრა, შემდეგ საქმეებს აზარტით მოეკიდებით და თავდაჯერებულობა დაგიბრუნდებათ. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ სფეროს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეების გაგება.

ხომალდი ოკეანეში - Sputnik საქართველო
კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 4–10 ნოემბრის პერიოდში

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კურო

დღის დასაწყისში მოსალოდნელია პრობლემები საქმეებთან დაკავშირებით. არახელსაყრელი დროა მოლაპარაკებებისთვის - გაგიჭირდებათ ყურადღების მობილიზება. დროთა განმავლობაში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება, უფრო შესამჩნევი გახდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები ოჯახში, კარგი სიახლეები ახლობლებთან დაკავშირებით. საღამო კარგი დროა ურთიერთობებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

მრავალფეროვანი და წარმატებული დღეა, მაგრამ, ამავე დროს, მშფოთვარე. ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ, არადა უამრავი საქმე მოითხოვს თქვენს მობილიზებას. ჩნდება სტრესული ვითარებები, მაგრამ მაინც მოახერხებთ წონასწორობის შენარჩუნებას. გამოგადგებათ ადრე მიღებული გამოცდილება - მთავარია, იგივე შეცდომები არ გაიმეოროთ. შესაძლებელია სირთულეები ურთიერთობებში, გარშემომყოფებს ყოველთვის სწორად არ ესმით თქვენი. მოერიდეთ მწვავე კონფლიქტებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

თქვენს ყურადღებას უამრავი წვრილმანი მოითხოვს, ამის გამო ყურადღებას ვერ აქცევთ იმას, რისი გაკეთებაც ნამდვილად გსურთ. გარშემომყოფები დახმარებისთვის ჩვეულებრივზე ხშირად მოგმართავენ და თქვენ უარს ვერ ეუბნებით. ეს ყველაფერი გღლით და გაღიზიანებთ. მაგრამ თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, შეამჩნევთ, რომ ვითარება თანდათანობით უკეთესობისკენ შეიცვლება. დღის მეორე ნახევარში უამრავი საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდება თქვენ წინ.

სანაპირო - Sputnik საქართველო
რეტროგრადული მერკური: 31 ოქტომბერი - 19 ნოემბერი - როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

დღის პირველი ნახევარი კარგი სიახლეებითა და საინტერესო წინადადებებით გაგახარებთ. გაქვთ შანსი, რომ ურთიერთობები აღადგინოთ ადამიანებთან, რომლებთანაც ადრე ბევრი რამ გაკავშირებდათ. წაგადგებათ გამოცდილებისა და იდეების ერთმანეთისთვის გაზიარება. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის, რამე მნიშვნელოვანი მოვლენა მოსალოდნელი არ არის. თუ ყურადღებას სხვა რამეზე არ გადაიტანთ, მოახერხებთ ადრე დაწყებული საქმისდამთავრებას.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

დღე კარგად აეწყობა. დილით შესაძლებელია რაღაც დაძაბული მომენტები, მაგრამ დროთა განმავლობაში პოზიტიური ტენდენციების გავლენა მოიმატებს. შეგიძლიათ რამე მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა. თუნდაც არავინ დაგეხმაროთ, მათთან გამკლავებას, დიდი ალბათობით, შეძლებთ. შესაძლებელია მოულოდნელი მგზავრობა. ბევრ თქვენგანს ექნება შანსი, რომ საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, მიიღოთ თანამშრომლობის წინადადება. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, არ გადაიღალოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

მსუბუქი, იღბლიანი დღეა. ხართ ოპტიმისტურად განწყობილი, არ უშინდებით სირთულეებს და ახალ საქმეებს ეჭიდებით. ბევრ რამეში, უბრალოდ, გიმართლებთ; ხშირად აღწევთ წარმატებებს მხოლოდ იმის გამო, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას იყავით. ბევრს შეიძლება შეშურდეს თქვენი და ზიანის მოყენება გადაწყვიტოს, ამიტომ ფრთხილად იყავით. ახლობლებთან ერთად შეგიძლიათ გეგმების დაწყობა ოჯახის წევრებთან დაკავშირებით.

 ფრანები ბათუმის თავზე: მზე, ზღვა და კარგი განწყობა - Sputnik საქართველო
რა გველოდება ნოემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

დღე საკმაოდ მშფოთვარედ ჩაივლის. გიჭირთ ყურადღების მობილიზება, რადგან გარშემომყოფები ხშირად მოგმართავენ კითხვებითა და რჩევებისთვის. ამასთან, გიჭირს გარკვევა, თუ რომელ საქმეს უნდა მიხედოთ პირველ რიგში და რომლის გადადება შეიძლება. ამ ყველაფრის მიუხედავად, არ ნერვიულობთ, ცდილობთ სიმშვიდის შენარჩუნებას და იღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. ძალა და ენერგია დღის ბოლომდე გაგყვებათ, ასე რომ, დაღლილობა არ გემუქრებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

ხართ მიზანსწრაფული და ეს დღევანდელი დღისთვის სწორედ რომ ზედგამოჭრილია. საქმე ისაა, რომ ყველაფერი ხელსაყრელად არ ვითარდება, ხანდახან წინაღობები ჩნდება და მათი გადალახვა გიწევთ. თქვენ უკან არ იხევთ და მიზნისკენ შეუპოვრად მიდიხართ. მოსალოდნელია თანხის მიღება, ასევე, მომგებიანი გარიგებების დადება. ფინანსურ საკითხებში შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ. უჩვეულო წინადადებები შეიძლება მიიღონ იმ მშვილდოსნებმა, რომლებიც ბოლო დროს სამსახურის შეცვლაზე ფიქრობენ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

დღე იღბლიანად დაიწყება. ერთ რამეზე ყურადღების კონცენტრირება რთული იქნება. მაგრამ ეს ვერ გაიძულებთ, რომ შეცდომები დაუშვათ და რამე წვრილმანები მხედველობიდან გამოგეპაროთ. დღის მეორე ნახევარი უფრო რთული იქნება. გაგაღიზიანებთ დაბრკოლებები საქმეებში, ასევე, ადამიანების საქციელი, რომლებიც დახმარებას დაგპირდნენ, მაგრამ სიტყვის შესრულებას არ ჩქარობენ. სჯობს, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ.

ქალაქზე გადასახედი  - Sputnik საქართველო
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

დღის დასაწყისში მოსალოდნელია ნერვიულობა, მღელვარება. ამ დროს საკუთარი ტავის გაკონტროლებას მხოლოდ გამოცდილი და თავდაჯერებული მერწყულები შეძლებენ. საბედნიეროდ, რთული პერიოდი დიდხანს არ გასტანს. დღის მეორე ნახევარი ახალი შესაძლებლობებითა და კარგი სიახლეებით გაგახარებთ. განსაკუთრებით კარგი პერიოდია პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით. ადვილად პოულობთ საერთო ენას ადამიანებთან.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

შეუპოვარი უნდა იყოთ, ამის წყალობით ბევრის მიღწევა შეგიძლიათ. არ არის გამორიცხული, რომ უჩვეულო წინადადებები მიიღოთ, მაგრამ იფრთხილეთ - არის ალბათობა, რომ თქვენს რამე საეჭვო ისტორიაში ჩართვას შეეცადონ. შესაძლებელია თანხის მიღება, თქვენთვის მნიშვნელოვანი ქონებრივი საკითხის წარმატებული გადაჭრა. მიღებული თანხის დახარჯვას ნუ იჩქარებთ - მალე მოახერხებთ ფულის ღირსეულად გამოყენებას.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0