დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 ივლისი

CC BY-SA 2.0 / Levan Gokadze / Kazbegiდარიალის ხეობა
დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

რთული დღე გელოდებათ. დილით, წარმატების მისაღწევად, დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. ზოგიერთს, შესაძლოა, მოგიწიოთ რისკზე წასვლა, სხვების ნაცვლად პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. მოსალოდნელია სირთულეები ურთიერთობებში. სიტუაცია მალე შეიცვლება უკეთესობისკენ, თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ. დღის მეორე ნახევარში პერსპექტიული შესაძლებლობები გამოჩნდება.

ვეფხვი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე „მოუთვინიერებელი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეა, ასე რომ, ყურადღებით იყავით. ადვილია შეცდომის დაშვება, რომელიც შემდეგ ძვირი შეიძლება დაგიჯდეთ. არ იჩქაროთ არც მოქმედება და არც გადაწყვეტილების მიღება. თუ რამის შეცვლა მოგინდებათ ცხოვრებაში, დაიწყეთ ისეთი ნაბიჯებით, რომლებიც სერიოზულ ძალისხმევას არ საჭიროებს. გქონდეთ საკუთარი თავის იმედი და არა იღბლის ან სხვების დახმარების. საღამოს ოჯახის საქმეებს მიხედეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

დღის პირველ ნახევარში სიფრთხილე გმართებთ. არ დაიწყოთ მნიშვნელოვანი საქმეები და არ განიხილოთ სერიოზული საკითხები გავლენიან ადამიანებთან. ხშირად ჩნდება უთანხმოებები, რაც საქმეების ვადაში დასრულებას დააბრკოლებს. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და თავს უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად იგრძნობთ. გაჩნდება ახალი შესაძლებლობები ცხოვრების ყველა სფეროში.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

ეცადეთ, რომ დღის პირველი ნახევარი მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ. ახლა სჯობს, მარტომ არ იმოქმედოთ - სხვებთან ერთად უფრო მძლავრ წარმატებებს მიაღწევთ. არ არის გამორიცხული საინტერესო საქმიანი წინადადებები და თანხის მიღება. მოგვიანებით თავს შეგახსენებთ ძველი პრობლემები. შესაძლოა, გაუთვალისწინებელი ხარჯი გქონდეთ. ბიუჯეტის შევსების საშუალებას მალე იპოვით და განწყობაც გამოგიკეთდებათ.

მამაკაცი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე უიღბლო ნიშნები, ანუ ვინ მიიჩნევს თავს უბედურად?

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

ხელსაყრელი დღეა ადრე ჩაფიქრებულის განხორციელებისთვის. მტკიცედ ხართ განწყობილი და მზად ხართ, სწრაფად იმოქმედოთ. თუ დროს უქმად არ დაკარგავთ, ბევრს მოასწრებთ. კონტაქტებში ადამიანების გარჩევა ისწავლეთ. მოერიდეთ მათთან ურთიერთობებს, ვინც უკვე დაგაღალატათ, უხერხულ ვითარებაში ჩაგაგდოთ. არ არის გამორიცხული პრობლემები, იმედგაცრუება პირად ურთიერთობებში. განსაკუთრებით გაუჭირდებათ ახალგაზრდა, გამოუცდელ ლომებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ჯანსაღი აზრი.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ქალწული

კარგი დღეა მოულოდნელი მოქმედებებისთვის. წარმატებების მიღწევის შანსი სრულებით ახალ საქმეში ძალზე მაღალია. განსაკუთრებით კარგად უმკლავდებით საქმეებს, სადაც არა ნაცადი გზებით, არამედ საკუთარი გადაწყვეტილებებით არის საჭირო მოქმედება. სასიცოცხლო პოტენციალი ძალზე მაღალია, ხართ ენერგიით სავსე, არ გრძნობთ დაღლას, მაგრამ ფიზიკური აქტიურობა არასასურველია - მაღალია ტრავმების მირების რისკი.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

სიმშვიდის შენარჩუნება ადვილი არ არის. ბევრი რამ გაღიზიანებთ, წონასწორობიდან გამოყავხართ. ხანდახან გიჭირთ ჩვეული საქმეების გადაწყვეტაც, რადგან რაღაც განსაკუთრებული, არასტანდარტული გსურთ. თქვენი საქციელი ხშირად გარშემომყოფებს ჩიხში აქცევს. ეცადეთ, არ იკამათოთ უცხო ადამიანებთან, არ გაანაწყენოთ ახლობლები. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება ოჯახური ურთიერთობები და მოხერხდება თუ არა კონფლიქტების თავიდან აცილება.

გალაქტიკა - Sputnik საქართველო
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს გენიალური ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

რთული დღეა. ყველაფერში სიფრთხილე გმართებთ. დილით პრობლემები შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ, სწორი გადაწყვეტილებების წყალობით, მათ მალე გაუმკლავდებით. დაძაბულ ვითარებაშიც კი ინარჩუნებთ სიმშვიდეს და ეს ბევრს მოსწონს. შესაძლოა, პირად ცხოვრებაში ცვლილებების სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ ამ სფეროში დღეს რამე მნიშვნელოვანი, დიდი ალბათობით, მოსალოდნელი არ არის. მოითმინეთ და მოვლენებს ნუ დააჩქარებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

კაშკაშა და დასამახსოვრებელი დღე გელოდებათ. მოსალოდნელია საინტერესო წინადადებები. არის თავგადასავლების წინაპირობა, მაგრამ თავს იკავებთ და ბევრ საშიშროებას აცილებთ თავს. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში ინტუიცია სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარებათ. ახლობლებთან ურთიერთობების მოგვარება შესაძლებელია - ბოლო მოეღება უთანხმოებებსა და გაუგებრობებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თხის რქა

არცთუ მარტივი გამოცდების, სარისკო წამოწყებების დღეა. გაჩნდება სურვილი, ძველ მეტოქეებს "შეებრძოლოთ", რათა მათ საკუთარი ძალები და შესაძლებლობები აჩვენოთ. გაქვთ გამარჯვების შანსი, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. მოსალოდნელია უსიამოვნო სიურპრიზები ადამიანებისგან, რომლებსაც მუდამ ენდობოდით. ახლობლები, შესაძლოა, განაწყენდნენ. ეცადეთ, კონფლიქტი თავიდან აირიდოთ.

კოსმოსი - Sputnik საქართველო
რა აღიზიანებთ ქალებში ყველაზე მეტად ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცებს

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მერწყული

უპირატესობა მსუბუქ საქმეებს მიანიჭეთ. ეს დღე, დიდი ალბათობით, ნაყოფიერი არ იქნება, მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული, რომნ ის სასიამოვნოდ გაატაროთ. ეცადეთ, მოერიდოთ დაძაბულ საუბრებს, ურთიერთობების გამორკვევას, კამათს წვრილმანებზე. ახლა აჯობებს, თუ დამთმობი იქნებით. შესანიშნავი დღეა დასვენებისთვის. აღიდგინეთ ძალები. დასვენებული ბევრ რამეს სხვაგვარად შეხედავთ. გაგახარებთ რომანტიკული პაემანო.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

აჩქარების მიზეზი არ გაქვთ. მხედველობიდან არაფერი გამოგეპარებათ, თუ იმ რიტმში იმოქმედებთ, რომელიც თქვენთვის მისაღებია. გქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი, რომ გარკვეული დრო ვერავინ შეძლებს თქვენს დახმარებას. არასასურველია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით. კარგი დღეა შემოქმედებისა და სწავლისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0