16:09 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
ქალი

მამაკაცებისთვის: ენდეთ ფსიქოლოგებს – იმსჯელეთ ქალზე მისი დაბადების თვის მიხედვით

CC BY 2.0 / dom christie / woman
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
563961

ბევრს არ სწამს ზოდიაქოს ნიშნების, მაგრამ ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ქალის ხასიათზე მისი დაბადების თვის მიხედვით ნამდვილად შეგიძლიათ იმსჯელოთ.

საქმე ისაა, რომ დაბადების პირველი თვეები ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი ქვეცნობიერისთვის, და იმაზე, თუ როდის — ზამთარში, გაზაფხულზე, ზაფხულსა თუ შემოდგომაზე — ჩამოყალიბდა ის, საბოლოოდ დამოკიდებულია თქვენი ხასიათის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ქალის რა თვისებებზე შეიძლება საუბარი მისი დაბადების თვის მიხედვით:

იანვრის ქალები

იანვარში დაბადებული ქალები გამოირჩევიან სიმტკიცით, ამბიციურობითა და წესრიგისკენ მისწრაფებით. ისინი ძალზე სერიოზულად ეკიდებიან ურთიერთობებსა და ცხოვრებას, საკმაოდ კონსერვატორული არიან თავის შეხედულებებში.

ხანდახან ეს ქალები ზედმეტად კრიტიკული არიან, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თქვენთვის მხოლოდ საუკეთესო უნდათ. ამასთან ერთად უნდა გახსოვდეთ, რომ თავის გრძნობებზე ხმამაღლა საუბარი მათ არ უყვართ.

იანვრის ქალები დაახლოების ნებას მხოლოდ იმ ადამიანებს აძლევენ, რომლებიც მათ უყვართ და რომლებით მათ ინტელექტუალურ დონეს შეესაბამებიან. ყველაფერთან ერთად, თუ მათთან დაახლოება გინდათ, ჯობს ცხოვრებაზე მათნაირი შეხედულებები გქონდეთ.

თებერვლის ქალები

თებერვალში დაბადებული ქალები ძალზე რომანტიკული არიან. მთავარია, მათ მოთმინებით მოეპყრათ.

მათი იდუმალი სულის ამოცნობა ყველა მამაკაცს არ შეუძლია. ყველას არ ესმის, რა არის მათი მუდმივად ცვალებადი ხასიათის მიზეზი. მაგრამ ამ ქალებს არც სურთ „ყველა“, მათ თავისნაირი განსაკუთრებული მამაკაცი სჭირდებათ.

თებერვალში დაბადებული ქალები სხვებისგან საოცარი წარმოსახვითა და აბსტრაქტული აზროვნების უნარით გამოირჩევიან.

და კიდევ, ეს უნდა იცოდეთ: თუნდაც ერთხელ, სულ ცოტა მაინც რომ მოატყუოთ, მათ ვერასდროს ვეღარ ნახავთ.

მარტის ქალები

მარტში დაბადებულ ქალებს ძლიერი ქარიზმა და მომხიბლაობა აქვთ. ისინი ძალზე ერთგული არიან, ამიტომ, ჩვეულებრივ, მათ ყველაზე საიდუმლოსაც უზიარებენ.

ამ ერთგულ ადამიანებს ძნელად უყვარდებათ, მათი წყენინება სულ ადვილად შეიძლება ერთი არასწორი სიტყვით. მეორე მხრივ, მამაკაცს ისინი ერთხელ და სამუდამოდ ირჩევენ, რადგან მარტის ადამიანები მონოგამიურები არიან.

ერთი რჩევა მარტის ქალებისთვის — იპოვეთ მარტში დაბადებული კაცი და მშვენივრად შეეწყობით მას.

აპრილის ქალები

აპრილში დაბადებულები ბუნებით დიპლომატები არიან. ახასიათებთ კომუნიკაბელურობა, ნებისმიერ ადამიანთან საერთო ენას ადვილად პოულობენ. მათი ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ დროდადრო საკუთარი თავის შეცოდება უყვართ.

ქალი სარკესთან
ქალი სარკესთან

მაგრამ ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ აპრილის ქალები ძალიან ეჭვიანი არიან, ხოლო ნებისმიერი კამათი ამ ნიადაგზე ემოციების ნამდვილ აფეთქებას ჰგავს. სჯობს, ამის საბაბი არ მისცეთ. თუ სკანდალი მაინც დაიწყო, მის გაღვივებას ნუ შეეცდებით – ან მის განეიტრალებას ეცადეთ, ან, უბრალოდ, ოთახიდან გადით.

მეორე მხრივ, აპრილის ქალმა ყველაზე უკეთ იცის, რა არის სიამოვნება. ის დედამიწის ზურგზე ყველაზე ბედნიერ მამაკაცად ნამდვილად გაქცევთ.

მაგრამ თავის სულიერ მხარეს ისინი იმასთან ხსნიან, ვინც მათ ნდობას მოიპოვებს და ვინც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ნდობა არ დაკარგოს.

მაისის ქალები

მაისში შეუპოვარი, უდრეკი და საკუთარი რწმენის ერთგული ქალები იბადებიან. მათ ძლიერი შინაგანი მორალური კომპასი აქვთ და მის მითითებებს არასდროს არღვევენ.

ასეთი ქალები გარეგნულად, ჩვეულებრივ, ძალზე მომხიბლავები არიან, რაც მათ საკმაოდ რთულ ხასიათს, შეიძლება ითქვას, ნამდვილად ერწყმის.

ასეთი ქალები ნებისმიერი მამაკაცისთვის, ვისაც მაისის ქალი უყვარდება, საშიში არიან, რადგან თუ მათ საპასუხო გრძნობა არ უჩნდებათ, ეს სიყვარული, შესაძლოა, საბედისწერო სიყვარულად იქცეს.

თუ ოდესმე მაისში დაბადებულ ქალთან გექნებათ რომანი, დარწმუნებული იყავით — ის მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ.

ივნისის ქალები

ივნისში დაბადებული ქალები ძალიან საინტერესონი არიან. მათი მთავარი თვისება კომუნიკაბელურობა და შემოქმედებისადმი მისწრაფებაა, ხოლო მთავარი ნაკლი ისაა, რომ ყოველთვის იმას ამბობენ, რასაც ფიქრობენ და სიტყვებს არასდროს არჩევენ.

მათ რატომღაც ჰგონიათ, რომ ყოველთვის პირში უნდა მიახალონ სიმართლე, მაგრამ იმაზე არ ფიქრობენ, როგორ შეიძლება ამით სხვას გული ატკინონ.

გარდა ამისა, აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ ასეთი ქალი სიყვარულში საკმაოდ საშიში მოთამაშეა. მათ ხელში მამაკაცები ხშირად სათამაშოებად იქცევიან. ასე რომ, გახსოვდეთ ამის შესახებ, როდესაც ივნისის ქალს გაიცნობთ, თორემ აზრზე მოსვლასაც ვერ მოასწრებთ, ისე გაებმებით ხაფანგში და თავდავიწყებით გადაეშვებით სიყვარულის მორევში.

ივლისის ქალები

ივლისში დაბადებული ქალბატონები დანარჩენებისგან თავისი პატიოსნებითა და ახლობლებთან გულწრფელობით გამოირჩევიან. ყველა დანარჩენისთვის ისინი საიდუმლოებით მოცული და ძალზე ჭკვიანი, თუმცა მიუწვდომელნი არიან.

ქალი ყვავილებში
ქალი ყვავილებში

ყოველდღიურობაში ისინი, როგორც შეუძლიათ, თავს არიდებენ კონფლიქტებს და ბოლო მომენტამდე ცდილობენ თავაზიანი იყვნენ.

მოკლედ, ისინი მშვენიერნი არიან, მაგრამ გახსოვდეთ: ერთხელაც რომ მოატყუოთ, მათ სამუდამოდ დაკარგავთ. ასეთი პრინცესა ტყუილს არასდროს პატიობს!

აგვისტოს ქალები

ეს ადამიანები ეგოცენტრიზმისა და უზარმაზარი გულის უნიკალური შერწყმის ნიმუშები არიან. მამაკაცებს ნამდვილად ურჩევნიათ, ასეთ ქალებთან საქმე არ დაიჭირონ, რადგან ყოველთვის ისინი გაიმარჯვებენ. მამრობითი სქესის იშვიათმა ბრილიანტმა შეიძლება აგვისტოს ქალთან მთელი ცხოვრება გაატაროს და ამასთან ვერც შენიშნოს, რომ ცხოვრება მის „მონობაში“ გაატარა.

აგვისტოში დაბადებულ ქალებს იუმორის განსაკუთრებული გრძნობა გააჩნიათ, მაგრამ ძალიან არ უყვართ, როდესაც მათზე ხუმრობენ. თუ ეს თქვენ გამო მოხდება, დარწმუნებული იყავით — თქვენი საქმე წასულია.

მათ ყოველთვის ყურადღების ცენტრში უყვართ ყოფნა და მამაკაცების არასაკმარის პატივისცემას არასდროს განიცდიან, რადგან მათ გვერდით მამაკაცები ყოველთვის თავს კარგავენ.

სექტემბრის ქალები

თუ სექტემბერში დაბადებული ქალი ხართ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი მთავარი თვისებაა სიკეთე, დისციპლინა და გარეგნული სილამაზე.

რაც შეეხება მამაკაცებთან ურთიერთობას, თქვენთვის მთავარი ერთგულებაა. საკმარისია, ერთხელ მაინც გიღალატონ და ამას არასდროს დაივიწყებთ.

ჩვეულებრივ, ცხოვრებაში ძალზე ფრთხილი, ჩაკეტილი ხართ და, სამწუხაროდ, ცოტა შურისძიების მოყვარული. გსურთ, რომ თქვენთან ურთიერთობები ხანგრძლივი, ჯადოსნური იყოს და ეს მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. მამაკაცებს, რომლებიც ქალს „ერთი ღამისთვის“ ეძებენ, შეუძლიათ, გვერდი აგიარონ!

მეორე მხრივ, სექტემბრის ქალები თავის მსჯელობასა და შეფასებაში საკმაოდ კრიტიკული არიან და ამიტომ პარტნიორებისგან დიდი მოლოდინები აქვთ. გაიმარჯვებს ის, ვინც თავის უნიკალურობას დაამტკიცებს.

ოქტომბრის ქალები

ოქტომბერში დაბადებული ქალები ძლიერი და ქედუხრელი ხასიათით გამოირჩევიან. ისინი ძალზე ემოციური არიან, მაგრამ სხვების თანდასწრებით ცრემლს არასდროს დაღვრიან.

ასევე, ისინი ძალიან ჭკვიანები არიან, საკმაოდ ჭკვიანი იმისთვის, რომ გული ყველას არ გადაუშალონ, რადგან იციან: ადამიანებს სჩვევიათ სხვებზე მოპოვებული ძალაუფლების გამოყენება.

დანარჩენ ქალებს ოქტომბრის ქალები ხშირად სძულთ, რადგან შურთ მათი. „ოქტომბრელებს“ ყოველთვის საუკეთესო მამაკაცები ხვდებათ და ღირსეული ცხოვრების გზა აქვთ.

ვერაფერს გააწყობ, ასეთია მათი ბუნება.

ნოემბრის ქალები

ეს ქალები ყოველთვის სხვებზე ერთი ნაბიჯით წინ იქნებიან. ისინი აქტიური, თანმიმდევრული არიან და სიცრუეს ადვილად ცნობენ. ამიტომ ასეთი ქალების გრძნობებზე თამაში კატეგორიულად არ შეიძლება. ასეთი ბინძური თამაშების ბოლო ყოველთვის ყველაზე ცუდია.

მეორე მხრივ, ისინი ნამდვილი ცეცხლივით არიან. მათთან არასდროს მოიწყენთ. ვერასდროს დაადანაშაულებთ ამბიციების დეფიციტში.

მთავარია, არ დაივიწყოთ: არასდროს ჰკითხოთ აზრი ყველაფერზე, თუ სიმართლის მოსასმენად მზად არ ხართ.

დეკემბრის ქალები

დეკემბერში დაბადებული ქალები უკიდურესად მოუთმენელი ხასიათითა და დაუჯერებელი გამომგონებლობით გამოირჩევიან. საბედნიეროდ, ამასთან ერთად ისინი ბუნებით საკმაოდ იღბლიანები არიან. როგორი ვითარებაც არ უნდა იყოს, სიტუაციიდან ყოველთვის გამარჯვებული გამოვლენ.

ასევე, „დეკემბრელებმა“ ყველაზე უკეთ იციან, როგორ შეუქმნან განწყობა საკუთარ მამაკაცს. მათი საიდუმლო — გახსნილი გულია.

ცხოვრება მათ არ აფრთხობს და იარის მიყენებაც არ შეუძლია. მათ სამყაროს შემოქმედი ანებივრებს და ამიტომ ყოველთვის იღებენ იმას, რაც სურთ.

მთავარი თემები