https://sputnik-georgia.com/20210729/opoziciuri-partiebis-umarvlesoba-parlamentSi-darCa-252457981.html
ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა პარლამენტში დარჩა
ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა პარლამენტში დარჩა
Sputnik საქართველო
ოპოზიციური პარტიები თითქმის 24 საათის განმავლობაში მართავდნენ კონსულტაციებს მმართველი პარტიის ქმედებებზე საპასუხო ნაბიჯებთან დაკავშირებით 29.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-29T19:39+0400
2021-07-29T19:39+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/02/251043900_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_5b20f9e7a3f9bb21f0b59065ca141078.jpg
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება არ თქვას უარი სადეპუტატო მანდატებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გადაწყვეტილების გამო.გუშინ მმართველმა პარტიამ ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება. თავისი გადაწყვეტილების მიზეზად „ქართულ ოცნებაში“ მეორე მხარის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელეს.ოპოზიციური პარტიები თითქმის 24 საათის განმავლობაში მართავდნენ კონსულტაციებს მმართველი პარტიის ქმედებებზე საპასუხო ნაბიჯებთან დაკავშირებით.საბოლოო ჯამში საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადეს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა წარმომადგენელმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ. თუმცა „ნაცმოძრაობის“ დანარჩენი დეპუტატები პარლამენტში მუშაობას გააგრძელებენ. მელიას თქმით, ეს საჭიროა იმისათვის, რომ აიძულონ „ქართული ოცნება“ ბოლომდე მიიყვანოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი.საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელთა თანახმად ოქტომბრის არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 2%-მდე უნდა შემცირდეს, ხოლო თავად არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.ცვლილებების მისაღებად საჭიროა 113 დეპუტატის თანხმობა. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში სულ 84 მანდატი აქვს და „ნაცმოძრაობის“ დარჩენილი 31 დეპუტატის ხმები გადამწყვეტი შეიძლება გახდეს.იმავე მიზეზით არ აპირებს პარლამენტის დატოვებას არც პარტია „ლელო საქართველოსთვის“.ასევე პარლამენტში რჩება პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“.„ამ ეტაპზე პარლამენტის დატოვებას არ განვიხილავთ“, - განაცხადა პარტიის დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.საკანონმდებლო ორგანოში რჩებიან ასევე ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატები.„მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო ბოიკოტი არ არის შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მმართველ გუნდს მაქსიმალურად დისკომფორტი უნდა შევუქმნათ პარლამენტში ყოფნით, მწვავე კითხვების დასმით“, - განაცხადა პარტიის დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა.იგივე გადაწყვეტილება მიიღეს პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმაც.მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია თითქმის მთლიანი შემადგენლობით რჩება პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხი მაინც ღია რჩება.მმართველ პარტიაში უკვე განაცხადეს, რომ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა საკანონმდებლო ინიციატივა იქნება მიღებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ამას საჭიროდ ჩათვლის.
https://sputnik-georgia.com/20210727/arCevnebi-2021-saqarTveloSi-rodis-daasaxelebs-qarTuli-ocneba-yvela-kandidats-252437368.html
https://sputnik-georgia.com/20210729/arCevnebi-2021-registraciua-ceskoSi-21-partiam-gaiara-252450416.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/02/251043900_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_4003226af2b810f91aadc26dd7e82656.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა პარლამენტში დარჩა
19:39 29.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ოპოზიციური პარტიები თითქმის 24 საათის განმავლობაში მართავდნენ კონსულტაციებს მმართველი პარტიის ქმედებებზე საპასუხო ნაბიჯებთან დაკავშირებით
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება არ თქვას უარი სადეპუტატო მანდატებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გადაწყვეტილების გამო.
გუშინ მმართველმა პარტიამ ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება. თავისი გადაწყვეტილების მიზეზად „ქართულ ოცნებაში“ მეორე მხარის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელეს.
ოპოზიციური პარტიები თითქმის 24 საათის განმავლობაში მართავდნენ კონსულტაციებს მმართველი პარტიის ქმედებებზე საპასუხო ნაბიჯებთან დაკავშირებით.
საბოლოო ჯამში საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადეს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა წარმომადგენელმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ. თუმცა „ნაცმოძრაობის“ დანარჩენი დეპუტატები პარლამენტში მუშაობას გააგრძელებენ. მელიას თქმით, ეს საჭიროა იმისათვის, რომ აიძულონ „ქართული ოცნება“ ბოლომდე მიიყვანოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი.
საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელთა თანახმად ოქტომბრის არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 2%-მდე უნდა შემცირდეს, ხოლო თავად არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.
ცვლილებების მისაღებად საჭიროა 113 დეპუტატის თანხმობა. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში სულ 84 მანდატი აქვს და „ნაცმოძრაობის“ დარჩენილი 31 დეპუტატის ხმები გადამწყვეტი შეიძლება გახდეს.
იმავე მიზეზით არ აპირებს პარლამენტის დატოვებას არც პარტია „ლელო საქართველოსთვის“.
ასევე პარლამენტში რჩება პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“.
„ამ ეტაპზე პარლამენტის დატოვებას არ განვიხილავთ“, - განაცხადა პარტიის დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.
საკანონმდებლო ორგანოში რჩებიან ასევე ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატები.
„მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო ბოიკოტი არ არის შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მმართველ გუნდს მაქსიმალურად დისკომფორტი უნდა შევუქმნათ პარლამენტში ყოფნით, მწვავე კითხვების დასმით“, - განაცხადა პარტიის დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა.
იგივე გადაწყვეტილება მიიღეს პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმაც.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია თითქმის მთლიანი შემადგენლობით რჩება პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხი მაინც ღია რჩება.
მმართველ პარტიაში უკვე განაცხადეს, რომ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა საკანონმდებლო ინიციატივა იქნება მიღებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ამას საჭიროდ ჩათვლის.