არჩევნები 2021: ცესკოში რეგისტრაცია 21–მა პარტიამ გაიარა

© photo: Sputnikცესკოს შენობა
ცესკოს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
გამოწერა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგისტრაცია 21–მა პარტიამ გაიარა
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ადგილობრივი არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
„ქართული ოცნების “ ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
არჩევნები 2021 საქართველოში: როდის დაასახელებს „ქართული ოცნება“ ყველა კანდიდატს
საქართველოს ცესკომ უკვე დაასრულა განაცხადების მიღება პარტიებისგან, რომლებსაც აქამდე არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ და რომლებსაც პარლამენტში თავიანთი წარმომადგენელი არ ჰყავთ. ცესკოს სულ 14–მა პარტიამ მიმართა და აქედან რეგისტრაცია უკვე ექვსმა გაიარა.
გარდა ამისა, ცესკომ უკვე მიანიჭა რიგითი ნომერი 15 პარტიას, რომლებიც არჩევნების შედეგად პარლამენტში გავიდნენ. დანარჩენი პარტიები ნომრებს წინასაარჩევნო კამპანიის ოპფიციალურად დაწყების შემდეგ მიიღებენ.
ცესკოს მონაცემებით, ამჟამად არჩევნებში მონაწილეობენ:
პარტია ნომერი ბიულეტენში
„გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი" 1
„ევროპული საქართველო" 2
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 5
„ევროპელი დემოკრატები" 6
„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები" 7
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 8
„ლელო საქართველოსთვის" 9
„ლეიბორისტული პარტია" 10
„რესპუბლიკური პარტია" 11
„კანონი და სამართალი" 12
„გირჩი" (იაგო ხვიჩია) 36
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" 41
„მამული" ნომერი განისაზღვრება აგვისტოში
„ანა დოლიძე – ხალხისთვის" ნომერი განისაზღვრება აგვისტოში
„მწვანე დედამიწა" ნომერი განისაზღვრება აგვისტოში
„ერი" ნომერი განისაზღვრება აგვისტოში
„დემოკრატების ალიანსი" ნომერი განისაზღვრება აგვისტოში
„თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა ნომერი განისაზღვრება აგვისტოში
ეს არჩევნებში მონაწილე პარტიების სრული სია არაა. ის აგვისტოს შუა რიცხვებამდე კიდევ შეივსება.
ყველა ახალი ამბავი
0