https://sputnik-georgia.com/20210727/arCevnebi-2021-saqarTveloSi-rodis-daasaxelebs-qarTuli-ocneba-yvela-kandidats-252437368.html
არჩევნები 2021 საქართველოში: როდის დაასახელებს „ქართული ოცნება“ ყველა კანდიდატს
არჩევნები 2021 საქართველოში: როდის დაასახელებს „ქართული ოცნება“ ყველა კანდიდატს
Sputnik საქართველო
დღეისათვის „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატი, მოქმედი მერი კახა კალაძე წარადგინა. 27.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-27T18:56+0400
2021-07-27T18:56+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/19/249802094_0:0:3191:1796_1920x0_80_0_0_f5ab2f67f81f52ad5e6d9ae9af6e6ebf.jpg
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული “ საქართველო მერობის ყველა კანდიდატს მიმდინარე კვირის ბოლომდე წარადგენს, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. ეს არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება - დეპუტატების ნაწილი კენჭს იყრის პარტიული სიებით, ნაწილი - მაჟორიტარულ ოლქებში. დღეისათვის „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატი - კახა კალაძე წარადგინა.მისი თქმით, უახლოეს მომავალში დასრულდება ასევე ადგილობრივი არჩევნებისთვის პარტიულ სიებზე მუშაობა.„ჩვენ გვექნება დრო სიების წარსადგენად 2 სექტემბრამდე. მანამდე მუშა პროცესი გვექნება. სიებზე მუშაობა უახლოეს მომავალში დასრულდება“, - განაცხადა კობახიძემ.„ქართული ოცნებისთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ პარტია პროპორციული ხმების 43%-ს ვერ დააგროვებს, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.ამასთან, ოპოზიცია ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების წარდგენას არ ჩქარობს. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა წარადგინა კალაძის კონკურენტი - ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია. დანარჩენი კანდიდატების თაობაზე ჯერჯერობით კონსულტაციები მიმდინარეობს.ამ დროისთვის ცესკომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უკვე 21 პარტია ოფიციალურად დაარეგისტრირა..
https://sputnik-georgia.com/20210726/2020-wlis-arcevnebis-Semswavlelma-komisiam-muSaoba-daasrula-ra-weria-daskvnaSi-252427759.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/19/249802094_460:0:3191:2048_1920x0_80_0_0_8906378c5457bebb128fe2388bc426be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
არჩევნები 2021 საქართველოში: როდის დაასახელებს „ქართული ოცნება“ ყველა კანდიდატს
18:56 27.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) დღეისათვის „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატი, მოქმედი მერი კახა კალაძე წარადგინა.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული “ საქართველო მერობის ყველა კანდიდატს მიმდინარე კვირის ბოლომდე წარადგენს, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. ეს არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება - დეპუტატების ნაწილი კენჭს იყრის პარტიული სიებით, ნაწილი - მაჟორიტარულ ოლქებში. დღეისათვის „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატი - კახა კალაძე წარადგინა.
„მერობის ყველა კანდიდატს მიმდინარე კვირის ბოლომდე წარვადგენთ, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარობის კანდიდატებს უახლოეს მომავალში. სიების წარდგენის ვადა 2 სექტემბრამდეა, მანამდე სამუშაო პროცესი გვექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში დასრულდება ასევე ადგილობრივი არჩევნებისთვის პარტიულ სიებზე მუშაობა.
„ჩვენ გვექნება დრო სიების წარსადგენად 2 სექტემბრამდე. მანამდე მუშა პროცესი გვექნება. სიებზე მუშაობა უახლოეს მომავალში დასრულდება“, - განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნებისთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ პარტია პროპორციული ხმების 43%-ს ვერ დააგროვებს, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამასთან, ოპოზიცია ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების წარდგენას არ ჩქარობს. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა წარადგინა კალაძის კონკურენტი - ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია. დანარჩენი კანდიდატების თაობაზე ჯერჯერობით კონსულტაციები მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ცესკომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უკვე 21 პარტია ოფიციალურად დაარეგისტრირა.