08:57 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
48 0 0

ცესკო შეაჯამებს კენჭისყრის შედეგებს ასევე პარტიების მიხედვით და თუ „ქართული ოცნება“ ვერ დააგროვებს ხმების 43%-ს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნებზე ხმების მინიმუმ 48%-ის აღებას გეგმავს, განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების მოსახლეობა მერებს და საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს. ცესკო ასევე შეაჯამებს კენჭისყრის შედეგებს პარტიების მიხედვით და თუ „ქართული ოცნება“ ვერ მოაგროვებს ხმების 43%-ს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

„მე მგონია, რომ ჩვენთვის ამოცანა არ უნდა იყოს 43%. ჩვენ ვთქვით დღეს, რომ ჩვენი ამოცანაა იმავე შედეგის გამეორება, რაც გვქონდა, ანუ ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმის მიღება. მე ვფიქრობ, რომ 48%-ის აღება საკმაოდ რეალურია", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ქართული ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია, რადგან მოსახლეობა იმედგაცრუებულია „ქართული ოცნებით“ და პატიოსან და სამართლიან არჩევნებზე ის მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად აგვისტოს პირველ რიცხვებში დაიწყება. სავარაუდოდ, არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების დიდ ინტერესს გამოიწვევს და ადრინდელი ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებით ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ქვეყანაში დიდ დელეგაციას გამოგზავნის.

მთავარი თემები