11:08 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
28 0 0

ეკონომიკური ზრდა გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მთავრობამ პარლამენტს განსახილველად სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული ვერსია წარუდგინა.

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტი ხუთშაბათს შეიკრიბება პლენარულ სხდომაზე, რათა დაამტკიცოს ცვლილებები 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.

„მთავარი განსახილველი საკითხი იქნება ბიუჯეტი, რომელიც უმნიშვნელოვანესია, რომ 23 ივლისამდე მოვასწროთ განხილვა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.

ეკონომიკური ზრდა გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მთავრობამ პარლამენტს განსახილველად სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული ვერსია წარუდგინა.

შესატანი ცვლილებების მოხედვით, ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 1.175 მილიარდი ლარით, გადასახდელები იზრდება 1.114 მლრდ ლარით და ბიუჯეტის ასიგნებები აღწევს თითქმის 19,5 მილიარდ ლარს.

გარდა ამისა, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს დაფინანსების გაზრდას რამდენიმე უწყებისთვის, მათ შორისაა ცესკო, ჯანდაცვის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის სამინისტროები და სხვა.

მთავარი თემები