https://sputnik-georgia.com/20210715/parlamentis-mier-2021-wlis-biujetSi-cvlilebebis-miRebis-TariRi-cnobili-252332189.html
როდის მიიღებს პარლამენტი 2021 წლის განახლებულ ბიუჯეტს
როდის მიიღებს პარლამენტი 2021 წლის განახლებულ ბიუჯეტს
Sputnik საქართველო
ეკონომიკური ზრდა გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ მთავრობამ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული ვერსია, განაცხადა დეპუტატმა. 15.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-15T22:27+0400
2021-07-15T22:27+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/24/248852475_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_b82783ff7739a2949eac7f34708cd217.jpg
თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 23 ივლისის რიგგარეშე სესიაზე, იუწყება პარლამენტის პრესსამსახური.კანონპროექტი მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ დღეს საკანონმდებლო ორგანოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეკონომიკური ზრდა გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ მთავრობამ პარლამენტს განსახილველად სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული ვერსია წარუდგინა.2021 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შეცვლილი პროგნოზი„პანდემიით გამოწვეული რეცესიული 2020 წლის შემდეგ გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები. აპრილის თვემ პრაქტიკულად შეცვალა გარემო და უპრეცედენტო, 45-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. მთლიანობაში, ეკონომიკური ზრდა შეინიშნება პრაქტიკულად ყველა მიმართულებით“, - განაცხადა კოვზანაძემ.მან აღნიშნა, რომ მაისში ზრდამ 25,5% შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ერთობლივმა ზრდამ - 11,5%.„მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა წელს 7,7%-ს მიაღწევს. ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება 7,6%-დან 6,9%-მდე. იმედი მაქვს, რომ რეალური დეფიციტი ბევრად ნაკლები იქნება და ჩემი სურვილია ეს 6,5%-მდე ჩამოვიდეს. სამთავრობო ვალი მცირდება 54,6%-მდე 5,4%-ით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.კოვზანაძის თქმით, ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 1.175 მილიარდი ლარით, გადასახდელები იზრდება 1.114 მლრდ ლარით და ბიუჯეტის ასიგნებები აღწევს თითქმის 19,5 მილიარდ ლარს.
https://sputnik-georgia.com/20210611/ramdeni-daujda-biujets-koronavirusis-pandemia-252001513.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/24/248852475_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_64bf41aad981d2826adf3356200b462b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
როდის მიიღებს პარლამენტი 2021 წლის განახლებულ ბიუჯეტს
22:27 15.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ეკონომიკური ზრდა გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ მთავრობამ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული ვერსია, განაცხადა დეპუტატმა.
თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 23 ივლისის რიგგარეშე სესიაზე, იუწყება პარლამენტის
პრესსამსახური.
კანონპროექტი მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ დღეს საკანონმდებლო ორგანოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეკონომიკური ზრდა გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ მთავრობამ პარლამენტს განსახილველად სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული ვერსია წარუდგინა.
2021 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შეცვლილი პროგნოზი
„პანდემიით გამოწვეული რეცესიული 2020 წლის შემდეგ გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები. აპრილის თვემ პრაქტიკულად შეცვალა გარემო და უპრეცედენტო, 45-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. მთლიანობაში, ეკონომიკური ზრდა შეინიშნება პრაქტიკულად ყველა მიმართულებით“, - განაცხადა კოვზანაძემ.
მან აღნიშნა, რომ მაისში ზრდამ 25,5% შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ერთობლივმა ზრდამ - 11,5%.
„მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა წელს 7,7%-ს მიაღწევს. ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება 7,6%-დან 6,9%-მდე. იმედი მაქვს, რომ რეალური დეფიციტი ბევრად ნაკლები იქნება და ჩემი სურვილია ეს 6,5%-მდე ჩამოვიდეს. სამთავრობო ვალი მცირდება 54,6%-მდე 5,4%-ით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
კოვზანაძის თქმით, ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 1.175 მილიარდი ლარით, გადასახდელები იზრდება 1.114 მლრდ ლარით და ბიუჯეტის ასიგნებები აღწევს თითქმის 19,5 მილიარდ ლარს.