https://sputnik-georgia.com/20210720/saqarTvelos-parlamenti-22-ivliss-plenarul-sxdomaze-biujetis-gamo-Seikribeba-252374190.html
საქართველოს პარლამენტი 22 ივლისს პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის გამო შეიკრიბება
საქართველოს პარლამენტი 22 ივლისს პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის გამო შეიკრიბება
Sputnik საქართველო
ეკონომიკური ზრდა გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მთავრობამ პარლამენტს განსახილველად სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული ვერსია წარუდგინა. 20.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-20T19:22+0400
2021-07-20T19:22+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352895_0:17:1281:737_1920x0_80_0_0_eafaf5cce2f155c7a6b5704ed1b87f8a.jpg
თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტი ხუთშაბათს შეიკრიბება პლენარულ სხდომაზე, რათა დაამტკიცოს ცვლილებები 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.„მთავარი განსახილველი საკითხი იქნება ბიუჯეტი, რომელიც უმნიშვნელოვანესია, რომ 23 ივლისამდე მოვასწროთ განხილვა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.ეკონომიკური ზრდა გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მთავრობამ პარლამენტს განსახილველად სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული ვერსია წარუდგინა.შესატანი ცვლილებების მოხედვით, ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 1.175 მილიარდი ლარით, გადასახდელები იზრდება 1.114 მლრდ ლარით და ბიუჯეტის ასიგნებები აღწევს თითქმის 19,5 მილიარდ ლარს.გარდა ამისა, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს დაფინანსების გაზრდას რამდენიმე უწყებისთვის, მათ შორისაა ცესკო, ჯანდაცვის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის სამინისტროები და სხვა.
https://sputnik-georgia.com/20210715/parlamentis-mier-2021-wlis-biujetSi-cvlilebebis-miRebis-TariRi-cnobili-252332189.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352895_0:0:1139:854_1920x0_80_0_0_0721e676f2811448a386cc22cf6fe56f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
საქართველოს პარლამენტი 22 ივლისს პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის გამო შეიკრიბება
19:22 20.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ეკონომიკური ზრდა გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მთავრობამ პარლამენტს განსახილველად სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული ვერსია წარუდგინა.
თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტი ხუთშაბათს შეიკრიბება პლენარულ სხდომაზე, რათა დაამტკიცოს ცვლილებები 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.
„მთავარი განსახილველი საკითხი იქნება ბიუჯეტი, რომელიც უმნიშვნელოვანესია, რომ 23 ივლისამდე მოვასწროთ განხილვა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.
ეკონომიკური ზრდა გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მთავრობამ პარლამენტს განსახილველად სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული ვერსია წარუდგინა.
შესატანი ცვლილებების მოხედვით, ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 1.175 მილიარდი ლარით, გადასახდელები იზრდება 1.114 მლრდ ლარით და ბიუჯეტის ასიგნებები აღწევს თითქმის 19,5 მილიარდ ლარს.
გარდა ამისა, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს დაფინანსების გაზრდას რამდენიმე უწყებისთვის, მათ შორისაა ცესკო, ჯანდაცვის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის სამინისტროები და სხვა.