12:37 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები (63)
43 0 0

კონფერენციის მსვლელობისას განხილულ იქნება ისეთი თემები, როგორიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, ტრადიციულ მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და სხვ.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ ბათუმში ორშაბათს, 19 ივლისს გაიხსნება.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწვევით ბათუმს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევიან.

„მივესალმები ევროპული საბჭოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზედენტებთან შეხვედრას ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე“, – დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე. 

მისი თქმით, საერთაშორისო კონფერენციაზე და ლიდერებთან შეხვედრებზე იმსჯელებენ ევროპულ გზაზე, სადაც სამი ასოცირებული ქვეყანა ერთობლივ განცხადებას მოაწერს ხელს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბათუმში უკვე კვირას, 18 ივლისს ჩავიდა. უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს კი აჭარაში ორშაბათს ელოდებიან.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ასოცირებული ქვეყნების ლიდერები და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ერთობლივი შეხვედრის შემდეგ პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ლიდერთა შეხვედრა გაიმართება ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში.

კონფერენციის მთავარი თემა სამ ასოცირებულ პარტნიორთან – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავება იქნება. აღნიშნული სამი ქვეყანა ახლახან ოფიციალურად აღიარეს როგორც ასოცირებული ტრიო.

მხარეები განიხილავენ ევროკავშირის შესაძლო ინტერესებს სამ აღმოსავლეთევროპელ პარტნიორთან გაფართოებული ინტეგრაციის პროცესში შემდგომ მონაწილეობაში.

თემები:
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები (63)

მთავარი თემები