https://sputnik-georgia.com/20210718/Sarl-miSeli-saqarTvelos-morigi-vizitiT-ewvia-252353739.html
შარლ მიშელი საქართველოს მორიგი ვიზიტით ეწვია
შარლ მიშელი საქართველოს მორიგი ვიზიტით ეწვია
Sputnik საქართველო
შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მიერ პარლამენტის ახალი ბოიკოტისა და 5 ივლისის შემდეგ გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე... 18.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-18T19:31+0400
2021-07-18T19:31+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/01/251032562_0:96:3299:1952_1920x0_80_0_0_614229833327484ca5dd594f5f50651e.jpg
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია.მას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ. საქართველოში ჩამოსვლამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ეს წლის დასაწყისიდან შარლ მიშელის უკვე მესამე ვიზიტია საქართველოში.აეროპორტში ევროპელ დიპლომატს ასევე დახვდა რამდენიმე ქართველი ჟურნალისტი პლაკატებით და „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით.ჟურნალისტებმა ამით სცადეს შარლ მიშელის ყურადღების მიქცევა 5 ივლისის მოვლენებისა და ოპოზიციური ტელეარხებზე ზეწოლისკენ.შარლ მიშელი მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“, რომელიც ბათუმში 19 ივლისს გაიხსნება.კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტები მაია სანდუ და ვლადიმირ ზელენსკი.კონფერენციის მთავარი თემა სამ ასოცირებულ პარტნიორთან – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავება იქნება. აღნიშნული სამი ქვეყანა ახლახან ოფიციალურად აღიარეს როგორც ასოცირებული ტრიო.შარლ მიშელი ასევე შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან.ასევე დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მიერ პარლამენტის ახალი ბოიკოტისა და 5 ივლისის შემდეგ გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე განხორციელდება.შარლ მიშელი ავტორია პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტის, რომელსაც 19 აპრილს ხელი მოაწერეს ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ. ამჟამად ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის დოკუმენტის შესრულების თემაზე სერიოზული კამათი მიმდინარეობს.ლგბტ-თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი მარშის ჩაშლამ და 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებმა საქართველოს ევროპელი პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. ამას დაემატა ევროკავშირის უკმაყოფილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის გამო, რაც რეკომენდაციების მიუხედავად მოხდა.ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ არ გამორიცხა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის გამო საქართველომ შეიძლება ევროკავშირის ფინანსური დახმარება დაკარგოს.
https://sputnik-georgia.com/20210718/saqarTvelo-saerTaSoriso-konferencias-evropuli-gza-umaspinZlebs-252351957.html
https://sputnik-georgia.com/20210716/Statebma-saqarTvelos-xelisufleba-daadanaSaula-SeTanxmebis-darRvevaSi-252344264.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/01/251032562_285:0:3014:2047_1920x0_80_0_0_d31c1d76db3fe5ca817e9dbd867ff36e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
შარლ მიშელი საქართველოს მორიგი ვიზიტით ეწვია
19:31 18.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მიერ პარლამენტის ახალი ბოიკოტისა და 5 ივლისის შემდეგ გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე განხორციელდება.
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია.
მას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ. საქართველოში ჩამოსვლამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ეს წლის დასაწყისიდან შარლ მიშელის უკვე მესამე ვიზიტია საქართველოში.
აეროპორტში ევროპელ დიპლომატს ასევე დახვდა რამდენიმე ქართველი ჟურნალისტი პლაკატებით და „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით.
ჟურნალისტებმა ამით სცადეს შარლ მიშელის ყურადღების მიქცევა 5 ივლისის მოვლენებისა და ოპოზიციური ტელეარხებზე ზეწოლისკენ.
შარლ მიშელი მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“, რომელიც ბათუმში 19 ივლისს გაიხსნება.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტები მაია სანდუ და ვლადიმირ ზელენსკი.
კონფერენციის მთავარი თემა სამ ასოცირებულ პარტნიორთან – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავება იქნება. აღნიშნული სამი ქვეყანა ახლახან ოფიციალურად აღიარეს როგორც ასოცირებული ტრიო.
შარლ მიშელი ასევე შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან.
ასევე დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მიერ პარლამენტის ახალი ბოიკოტისა და 5 ივლისის შემდეგ გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე განხორციელდება.
შარლ მიშელი ავტორია პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტის, რომელსაც 19 აპრილს ხელი მოაწერეს ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ. ამჟამად ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის დოკუმენტის შესრულების თემაზე სერიოზული კამათი მიმდინარეობს.
ლგბტ-თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი მარშის ჩაშლამ და 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებმა საქართველოს ევროპელი პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. ამას დაემატა ევროკავშირის უკმაყოფილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის გამო, რაც რეკომენდაციების მიუხედავად მოხდა.
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ არ გამორიცხა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის გამო საქართველომ შეიძლება ევროკავშირის ფინანსური დახმარება დაკარგოს.