„ევროპული გზა": ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
გამოწერა
კონფერენციის მსვლელობისას განხილულ იქნება ისეთი თემები, როგორიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, ტრადიციულ მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და სხვ.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ ბათუმში ორშაბათს, 19 ივლისს გაიხსნება.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწვევით ბათუმს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევიან.
„მივესალმები ევროპული საბჭოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზედენტებთან შეხვედრას ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე“, – დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე. 
შარლ მიშელი - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2021
შარლ მიშელი საქართველოს მორიგი ვიზიტით ეწვია
მისი თქმით, საერთაშორისო კონფერენციაზე და ლიდერებთან შეხვედრებზე იმსჯელებენ ევროპულ გზაზე, სადაც სამი ასოცირებული ქვეყანა ერთობლივ განცხადებას მოაწერს ხელს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბათუმში უკვე კვირას, 18 ივლისს ჩავიდა. უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს კი აჭარაში ორშაბათს ელოდებიან.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ასოცირებული ქვეყნების ლიდერები და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ერთობლივი შეხვედრის შემდეგ პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ლიდერთა შეხვედრა გაიმართება ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში.
კონფერენციის მთავარი თემა სამ ასოცირებულ პარტნიორთან – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავება იქნება. აღნიშნული სამი ქვეყანა ახლახან ოფიციალურად აღიარეს როგორც ასოცირებული ტრიო.
მხარეები განიხილავენ ევროკავშირის შესაძლო ინტერესებს სამ აღმოსავლეთევროპელ პარტნიორთან გაფართოებული ინტეგრაციის პროცესში შემდგომ მონაწილეობაში.
ყველა ახალი ამბავი
0