14:16 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (338)
47 0 0

საქართველოს პარლამენტმა უმაღლესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე ორშაბათს დანიშნა მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები საკითხის სასამართლო რეფორმის გატარებამდე გადადებისკენ მოუწოდებდნენ

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ახალი მოსამართლეების დანიშვნა საქართველოში, მიუხედავად ევროკავშირის მოწოდებებისა, შეჩერებულიყო ეს პროცესი, საფრთხის ქვეშ აყენებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მისდამი ნდობას. ასე აფასებს საქართველოს პარლამენტში მმართველი პარტიის მიერ დაწყებულ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურას ევროკომისიის პრეს-სპიკერი პიტერ სტანო.

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი ცხრა კანდიდატიდან ექვსს 12 ივლისს მხარი დაუჭირა. უმაღლესი სასამართლოს ცხრა კანდიდატის სია იუსტიციის საბჭომ ივნისის ბოლოს წარადგინა. კანდიდატების მოსმენა ოპოზიციის პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების ფონზე მიმდინარეობდა, რომ პროცესი სასამართლო რეფორმის დასრულებამდე გადადებულიყო. მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემაში მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატები მონაწილეობდნენ.

როგორც ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტმა ორშაბათს მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ექვს მოსამართლეს, მიუხედავად ევროკავშირის მოწოდებისა, რომ დანიშვნის პროცესი დროებით შეჩერებულიყო, რათა გადაეხედათ პროცესისთვის და ის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში ყოფილიყო. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) ახლახან თავის შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა კანდიდატების წარდგენის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით.

„დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს, რომელთა თანახმად უნდა გაკეთდეს პაუზა ყველა მიმდინარე დანიშვნასთან დაკავშირებით, სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და ზოგადად გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმის პროცესში", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ასევე არის საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებული წინაპირობა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს, აღნიშნულია განცხადებაში.

„ამიტომ ეს კენჭისყრა საქართველოს ხელისუფლებისთვის არის დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რეფორმის მიმართ თავისი ერთგულების დამტკიცებისთვის. ეს მოვლენები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შემცველია", - ნათქვამია განცხადებაში.

იქვე ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ღიაა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის უმაღლეს დონეზე, რათა განიხილოს სასამართლო სისტემის რეფორმა და მომავალი ქმედებები ამ მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებების კონტექსტში.

სასამართლო რეფორმა და მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემა ერთ-ერთი მწვავე საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც მწვავე პოლემიკა მიმდინარეობს პოლიტიკურ წრეებში. ოპოზიცია აცხადებს, რომ ქართულ სასამართლოებს კლანები მართავენ, ხოლო მმართველ პარტიაში ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა მთლიანად დამოუკიდებელია.

ამასთან სასამართლო სისტემა საქართველოში ის სფეროა, რომელსაც ყველაზე მეტად აკრიტიკებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორები. მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას მართლმსაჯულების საფუძვლიანი რეფორმის ჩატარებისკენ, ხოლო მანამდე უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისგან თავშეკავებისკენ.

თემები:
საქართველოს პარლამენტი (338)

მთავარი თემები