05:42 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
48 0 0

ახალი მოსამართლის დანიშვნა საჭირო გახდა, რადგან უკვე 26 ივლისს იწურება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ცაბუტაშვილის უფლებამოსილება.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი გიორგი თევდორაშვილი დანიშნა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

თევდორაშვილი ამ თანამდებობას 10 წლის განმავლობაში დაიკავებს.

ის დაამახსოვრდა საზოგადოებას როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატი 2019 წელს. ახალი მოსამართლის ძირითადი სპეციალიზაციაა - საკონსტიტუციო სამართალი.

ახალი მოსამართლის დანიშვნა საჭირო გახდა, რადგან უკვე 26 ივლისს იწურება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ცაბუტაშვილის უფლებამოსილება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის კვოტით არის დანიშნული.

მთავარი თემები