საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციაში შესწორებების განხილვას იწყებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliპარლამენტის დეპუტატები
პარლამენტის დეპუტატები - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
კანონპროექტის წინასწარი ვერსიით, შემდეგი ორი მოწვევის პარლამენტში გამსვლელი ბარიერი 5%-ის ნაცვლად, როგორც ეს დღეს არის, 2% იქნება.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი ორშაბათს, 5 ივლისს კონსტიტუციაში ახალი შესწორებების განხილვას იწყებს, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ნაწილია.
შესწორებების ძირითადი ნაწილი ქვეყნის მთავარი კანონის გარდამავალ დებულებებში შევა.
კანონპროექტის წინასწარი ვერსიით, რომელიც ქართულ მასმედიაში გავრცელდა, შემდეგი ორი მოწვევის პარლამენტში გამსვლელი ბარიერი 2% იქნება. ამჟამად მოქმედ ვერსიაში ბარიერი 5%-ს შეადგენს. ამასთან პროპორციული არჩევნების პრინციპი შენარჩუნებულია.
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო რეფორმის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
გარდა ამისა, შესწორებებში გათვალისწინებულია ცვლილებები ფრაქციების შემადგენლობაში. თუ კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით ფრაქციის ჩამოყალიბებისთვის შვიდი დეპუტატია აუცილებელი, ინიცირებული გარდამავალი დებულებით მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად საკმარისი იქნება ოთხი დეპუტატი.
კონსტიტუციის ახალი ცვლილებების მიხედვით, 76-დან 90-მდე გაიზრდება გენერალური პროკურორის დანიშვნისთვის აუცილებელი კვორუმი. ამასთან პროექტში მითითებულია, რომ თუ კანდიდატი ვერ შეძლებს 90 ხმის მიღებას ორი კენჭისყრის დროს, მაშინ მისი არჩევისთვის 76 ხმაც საკმარისი იქნება. მაგრამ პირველ შემთხვევაში გენპროკურორი თანამდებობაზე 5 წლით დაინიშნება, ხოლო 76 ხმით არჩეული – მხოლოდ 1 წლით.
აპრილში საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში „ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს კომპრომისულ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ, რომელიც მხარეებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შესთავაზა.
ყველა ახალი ამბავი
0