საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო რეფორმის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
გამოწერა
რეფორმის შედეგად ფუნდამენტურად იცვლება საარჩევნო კოდექსი, მათ შორის საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესები.

თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

პარლამენტის დეპუტატები - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
საარჩევნო რეფორმა: რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციონერი და მმართველი პარტიის დეპუტატები

საარჩევნო რეფორმას მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო სამი დეპუტატი. კერძოდ: თამარ ჩარკვიანი, ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე. თავი შეიკავეს „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

საარჩევნო რეფორმის შედეგად ფუნდამენტურად იცვლება საარჩევნო კოდექსი, მათ შორის საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესები. არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება. აიკრძალება აგიტაცია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით.

ორი კვირის წინ ვენეციის კომისიამ წარადგინა დასკვნა საქართველოს საარჩევნო კოდექსში პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. კომისიის აზრით, პროექტის შესწორებული ვერსია ითვალისწინებს ძირითადი რეკომენდაციების არსებით ელემენტებს, მაგრამ რჩება მთელი რიგი საკითხების, რომლებიც გადაჭრას მოითხოვს.

„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2021
„ქართული ოცნება“: ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ

ესაა დაბალი მოთხოვნები ცესკოს უპარტიო წევრების კვალიფიკაციის მიმართ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პრინციპები, აგრეთვე ყველა დონეზე კომისიების გადაწყვეტილებების გასაჩივრების პროცედურა.

შესაბამისად, ოქტომბერში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები განახლებული საარჩევნო კოდექსის მიხედვით გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0