05:53 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
38 0 0

მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ორი ქვეყნის დედაქალაქების დაძმობილების მემორანდუმს.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე 13-14 ივლისს ვიზიტით ბაქოს ეწვევა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება თბილისისა და ბაქოს დაძმობილების მემორანდუმს. ასევე დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში. ბაქოში თბილისის მერთან ერთად მისი მოადგილე ილია ელოშვილიც გაემგზავრება.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს მჭიდრო ურთიერთობები. აქტიურია ორმხრივი ვიზიტების დინამიკა როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე.

აზერბაიჯანთან არსებული სამართლებრივი ბაზა მოიცავს 100-ზე მეტ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებას და არეგულირებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა სფეროს.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რომელიც სამართლებრივად დარეგულირებულია როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ (სუამ-ის ფარგლებში) ფორმატში.

მთავარი თემები