საქართველო მზადაა ბაქოსა და ერევანს შორის შუამავლის როლი კიდევ ერთხელ შეასრულოს

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
საქართველოსთვის ეს უპრეცედენტო როლი იყო და მადლობას ვუხდი სომხეთსა და აზერბაიჯანს ნდობისთვის, განაცხადა ღარიბაშვილმა

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველო ისევ მზად არის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლი შეასრულოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.

ივნისის დასაწყისში საქართველოს შუამავლობით აზერბაიჯანმა სომხეთს 15 სამხედრო ტყვე დაუბრუნა, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
ეს არის გამარჯვება – ზალკალიანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საქართველოს მედიაციის როლზე

„მინდა... დავადასტურო კიდევ ერთხელ სრული მზადყოფნა, რომ ამ პროცესში საქართველო ისევ გააგრძელებს მედიაციის როლს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საქართველოსთვის უპრეცედენტო როლი იყო. მან სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება საქართველოს, როგორც შუამავლის როლის შესახებ მაისში ბაქოსა და ერევანში მისი ვიზიტების დროს იქნა მიღწეული.

ყველა ახალი ამბავი
0