13:42 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
41 0 0

რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა. ჯერ არც ისე ბევრი ადამიანია, თუმცა ნელ-ნელა მათი რაოდენობა იზრდება.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საპროტესტო აქცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით თბილისის ცენტრში განახლდა. რუსთაველის პროსპექტი ისევ გადაკეტილია.

ანალოგიური მოთხოვნით აქცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომის მოთხოვნით თბილისში გუშინაც გაიმართა.

სცენაზე მხოლოდ ტელეკომპანიების წარმომადგენლები იმყოფებიან. ოპოზიციური პარტიების ლიდერები რიგითი მოქალაქეების გვერდით დგანან. ჯერ არ არის ცნობილი,  მიმართავენ თუ არა ისინი შეკრებილ ხალხს. მათ ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს ტრიბუნა კვირას მთლიანად დაუთმეს და აქციაზე არც ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ.

ოპოზიციური არხი „ფორმულას“ ჟურნალისტმა აპლოდისმენტების თანხლებით წაიკითხა მასმედიის 53 წარმომადგენლის გვარი, რომლებიც 5 ივლისის თავდასხმის დროს დაზარალდნენ.

პარლამენტის შენობის გარშემო პოლიციაა მობილიზებული.

თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო კვირას, „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ლგბტ-თემის აგრესიულად განწყობილი მოწინააღმდეგეების მიერ სასტიკად იყო ნაცემი. 36 წლის ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა ადგენს.

ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ ხუთი პირი დააკავა.

მთავარი თემები