ქვეყნის უსაფრთხოების ხუთი მიმართულება: რა განიხილა უსაფრთხოების საბჭომ

© Ministry of Internal Affairs of Georgia / photo press-service of the Ministry of Internal Affairs of Georgiaვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დღის წესრიგში იყო საკითხები, რომლებიც ეხებოდა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის დაცვას, სახელმწიფო და კიბერუსაფრთხოების კონცეფციას, ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას.

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ხუთი ძირითადი მიმართულება, რამაც ქვეყნის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ოთხშაბათს გამართულ სხდომაზე განიხილა.

როგორც ჟურნალისტებს უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა, განსახილველ საკითხებს შორის პირველი კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში განსახორციელებელი რეფორმა იყო. 

გაეროს გენასამბლეის სესია - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
პალესტინა–ისრაელის გამო სამი ქვეყანა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებას მოითხოვს

„პირველი საკითხი იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმა. შემუშავებულია ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩოს პროექტი, რომელმაც ექსპერტიზა გაიარა და მოცემულ ეტაპზე სექტორულ უწყებებთან თანხმდება. კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. ეს არის თემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის, აუცილებელია გაკეთდეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ჩამონათვალი", – განაცხადა გომელაურმა.

სხდომაზე კიდევ ოთხი საკითხი განიხილეს: ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმები, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგია.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგია 1 ივლისს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებულ კომისიაზე განიხილება. 

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2020
საქართველოს უსაფრთხოების საბჭო სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

„ჩვენ განვიხილეთ კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დოკუმენტის საბოლოო სახით ჩამოყალიბების პროცესს ვასრულებთ და ის მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება ივლისის პირველ ნახევარში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე შეიმუშავა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგია, დოკუმენტი 1 ივლისს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებულ კომისიაზე განიხილება, შემდეგ უკვე დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას და პარლამენტს წარედგინება“, – აღნიშნა გომელაურმა.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო რვა მუდმივი წევრისგან შედგება. უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრები არიან: თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.

საბჭოს მოვალეობაში შედის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია სტრატეგიულ დონეზე. უსაფრთხოების საბჭოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0