პალესტინა–ისრაელის გამო სამი ქვეყანა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებას მოითხოვს

© photo: Sputnik / POOL / ფოტობანკში გადასვლაგაეროს გენასამბლეის სესია
გაეროს გენასამბლეის სესია - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა ჩინეთმა, ნორვეგიამ და ტუნისმა მოითხოვეს პალესტინა–ისრაელის კონფლიქტის გამწვავების გამო.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. სამმა ქვეყანამ გაეროს მიმართა – პარასკევს გაიმართოს ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის გამწვავების გამო, იუწყება РИА Новости სააგენტო „ფრანს-პრესზე“ დაყრდნობით.

სააგენტოს დიპლომატიური წყაროების მონაცემებით, ჩინეთის, ნორვეგიისა და ტუნისის მოთხოვნით, სავარაუდო ღია სხდომა ისრაელისა და პალესტინის მხარეების მონაწილეობით ჩატარდება.

ღაზას სექტორის იერიში - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
ღაზის სექტორის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა

ამ საკითხთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭომ ამ კვირაში ვირტუალურ ფორმატში უკვე ჩაატარა ამ საკითხთან დაკავშირებული ორი დახურული სხდომა.

უფრო ადრე გაეროში წყარომ РИА Новости-ს განუცხადა, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ბლოკავს გაეროს უშიშროების საბჭოში განცხადების მიღებას პალესტინა–ისრაელის კონფლიქტის ზონაში ვითარების შესახებ – ამერიკის შეერთებული შტატებია.

ორშაბათს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. 10 მაისს ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო. ორივე მხარეს არის მსხვერპლი. ისრაელში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.

საქართველოს ელჩი ისრაელში კვლავ აფრთხილებს თანამემამულეებს>>

ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიში მიიტანა და გაანადგურა პალესტინური დაჯგუფება „ჰამასისა“და „ისლამური ჯიჰადის“ სამიზნეები, ასევე რამდენიმე ბოევიკი, მათ შორის მაღალი რანგის საველე მეთაური.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური