17:16 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
158 0 0

ანი მიროტაძისა და პარტია „ლელოს“ შეხედულებები ამნისტიის საკითხზე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ანი მიროტაძემ ოპოზიციური პარტია „ლელო“ დატოვა.

მიროტაძემ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ გარკვეულ საკითხებში მისი ხედვა პარტიის პოზიციას არ ემთხვევა. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი საკითხია ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომლის განხილვა ახლა მიმდინარეობს პარლამენტში და რომელიც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს ეხება.

2019 წლის 20 ივნისს, გვიან საღამოს რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამეს დაშავდა 240 ადამიანი. საქმე აღძრულია აქციის 18 მონაწილის (მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას) და სამი პოლიციელის წინააღმდეგ.

„ერთი მიზეზი იყო 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ჩემთვის წითელი ხაზია და ამ მასშტაბის დანაშაული ცოტა უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს ოპოზიციის მხრიდან. ჩემი პოზიცია ცნობილი იყო, მქონდა ჩემი არგუმენტები, პირველ რიგში, ეს არის ადამიანური, მოქალაქეობრივი, ასევე, როგორც პოლიტიკოსის პოზიცია... ამნისტიაში 20 ივნისის ჩატევა ჩემთვის მიუღებელია", – განაცხადა ანი მიროტაძემ.

ამ დროისთვის პარლამენტში დარეგისტრირებულია ამნისტიის შესახებ ერთბაშად ორი კანონპროექტი, ერთი უმრავლესობის მიერ არის შემუშავებული, მეორე – ოპოზიციის მიერ. მმართველი პარტიის და ოპოზიციის დოკუმენტების ვერსიები ერთმანეთისგან განსხვავდება, მხარეებს თავად ამნისტიის პროცესის განსხვავებული ხედვა აქვთ.

ოპოზიცია, პირველ რიგში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულთა და გასამართლებულთა ამნისტიისა და მათთვის ნასამართლობის მოხსნის წინადადებით გამოდის. ბრალდებულთა შორის, რიგითი აქტივისტების გარდა, არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ციხიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა გირაოს სანაცვლოდ.

ხოლო იმ პოლიციელების ამნისტიისთვის, რომლებმაც აქციის დაშლის დროს ადამიანებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, ოპოზიცია თავად დაზარალებულთა მხრიდან თანხმობის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს.

გარდა ამისა, ამნისტია შეეხება იმათაც, ვინც დარბევის დროს წვრილმანი ხულიგნობისთვის, პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა თუ დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

უმრავლესობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის ვერსიაში მითითებულია, რომ ამნისტია ეხება ყველა სამართალდამრღვევს, ვინც 20-21 ივნისის მოვლენების გამოა ბრალდებული და მსჯავრდებული. ერთადერთი გამონაკლისი გახდება ის, ვისაც ბრალი ედება წამებაში, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში. ამნისტია ასევე არ შეეხება მათ, ვინც დამიზნებით სროლის შესახებ ბრძანება გასცა, ვინც ეს ბრძანება შეასრულა და ადამიანთა ჯანმრთელობას განზრახ ზიანი მიაყენა.

ანი მიროტაძემ კარიერა ბეჭდურ მედიაში დაიწყო - იგი მუშაობდა გაზეთ „ახალი თაობის" ჟურნალისტად, შემდეგ კი გაზეთ „თბილისის სიახლეების" მთავარ რედაქტორად. შემდეგ მას მიჰყავდა საავტორო გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“, ხოლო 2006–2011 წლებში იგი ხელმძღვანელობდა საინფორმაციო სააგენტო „პირველს".

2012 წლის ოქტომბერში საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მიროტაძე მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ პარტიული სიით პარლამენტის წევრი გახდა. 2016 წელს მიროტაძემ „ქართული ოცნება“ დატოვა და „ეროვნულ ფორუმში“ გადაინაცვლა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ანი მიროტაძე პარტიის „ლელო საქართველოსთვის" მაჟორიტარი კანდიდატი იყო.

მთავარი თემები