„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა

© Sputnik / Vladimir Umikashviliაქცია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან
აქცია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
ამომრჩეველთა 3,8%-ის მხარდაჭერის მიუხედავად პარტია „ევროპულ საქართველოს“ პარლამენტში თავისი წარმომადგენელი აღარ დარჩა.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. რეიტინგით მეორე ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპული საქართველო“ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა და მანდატები დაკარგა, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ.

„ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ხუთი მანდატი მოიპოვა. მაგრამ მას შემდეგ, რაც პარტიაში განხეთქილება მოხდა, პარლამენტში გასული ხუთი დეპუტატიდან პარტიაში მხოლოდ ერთი – ტარიელ ნაკაიძე რჩებოდა.

„დღეს პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. „ევროპული საქართველო“ ამ პარლამენტს არ შეუერთდება და მის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს“, – განაცხადა ბობოხიძემ.

თავად ნაკაიძემ პარტიის წევრობას პარლამენტის მანდატი არჩია.

„ჩვენი პოლიტიკური გზები ამ მომენტში ამ საკითხზე გაიყო და ის არ წარმოადგენს „ევროპულ საქართველოს“ ამ პარლამენტში“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ნაკაიძემ სხვებისგან განსხვავებით ყველა დემოკრატიული პროცედურა დაიცვა და პარტიის გადაწყვეტილებას დაელოდა.

ამგვარად, „ევროპულ საქართველოს“ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი აღარ დარჩა ამომრჩეველთა 3,8%-ის მხარდაჭერის მიუხედავად. პარტიული სიით პარლამენტში გასული დეპუტატებიდან დავით ბაქრაძე დამოუკიდებელი დეპუტატია, ელენე ხოშტარიამ თავისი პარტია შექმნა და არ არის დამოკიდებული „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებაზე, ხოლო შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი შეუერთდნენ ფრაქციას „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“.

ყველა ახალი ამბავი
0