ოპოზიციას საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში მეტი ადგილი ექნება

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
გამოწერა
პარლამენტის რეგლამენტი ახალი ფრაქციების შექმნისას საპარლამენტო კომიტეტებში, კომისიებსა და დელეგაციებში კვოტების გადახედვას ითვალისწინებს.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საკანონმდებლო ორგანოში ახალი ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ შექმნის გამო ოპოზიციას საპარლამენტო კომიტეტებში მეტი ადგილი ექნება, განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ლელომ“ პარლამენტში ფრაქცია შექმნა>>

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ გასულ კვირაში ჩამოყალიბდა. პარტია „ლელოს“ წევრების გარდა, მასში შევიდნენ სალომე სამადაშვილი, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, და პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ სიით შესული დეპუტატები შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი.

„ფრაქციის დამატებამ დააყენა კვოტების თავიდან განსაზღვრის აუცილებლობა. ფრაქციის წევრების კომიტეტებში გაწევრიანება მოხდება ახლად დადგენილი კვოტების შესაბამისად“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

დეპუტატები - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
საქართველოს პარლამენტში შეიძლება კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნას

ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ახალი გარემოების გამო 13-კაციან კომიტეტში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ექნება შვიდი ადგილი, ფრაქცია „ლელოს“ – ერთი და ხუთი – დამოუკიდებელ დეპუტატებს.

ქადაგიშვილის განცხადებით, ამას გარდა, ფრაქციას ერთი წარმომადგენელი ეყოლება საპარლამენტო კომისიებში და ერთი – საპარლამენტო დელეგაციებში.

ამჟამად „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტში ერთადერთი ოპოზიციური ფრაქციაა. ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა სულ მცირე შვიდი დეპუტატი, ხოლო ამ რაოდენობის დეპუტატი არც ერთ პარტიას არ შეუყვანია პარლამენტში, გარდა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისა“, თუმცა ამ უკანასკნელს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია – იმუშავებს თუ არა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.

ყველა ახალი ამბავი
0