17:25 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა (145)
45 0 0

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს პატრიარქთან

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ოფიციალური ვიზიტით თბილისს 2-4- ივნისს ეწვევა, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური.

დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ხუთშაბათს, 3 ივნისს გაიმართება. უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.

დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერების შეხვედრა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. ღარიბაშვილი და შმიგალი ერთობლივ პრესკონფერენციაზე მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.

უკრაინის მთავრობის მეთაური დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. იმ დროიდან ქვეყნებს შორის 105 ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმება გაფორმდა. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს.

 

თემები:
საქართველოს მთავრობა (145)

მთავარი თემები