საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკომისიას ვაქცინებთან დაკავშირებით დახმარებას სთხოვენ

© AFP 2024 / KAREN DUCEYვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
გამოწერა
პანდემიის დამარცხებაში მასობრივ, უსაფრთხო ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მიიჩნევენ მთავრობის მეთაურები.

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი წერილით მიმართეს ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უზრუნველყოფაში დახმარებას სთხოვენ, იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.

„სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მიმართავს ევროკომისიას თხოვნით, რომ ევროკავშირმა საკუთარი „ვაქცინების გაზიარების მექანიზმი" გაავრცელოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე იმავე პრინციპით, რომელიც ახლახან იქნა გამოყენებული დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ, რაც სხვა წყაროებიდან მიღებულ ვაქცინებთან ერთად დაეხმარება ამ ქვეყნებს დროულად შეავსონ ვაქცინების მარაგი“, - ნათქვამია განცხადებაში.

COVID-19-ის საწინააღდეგო ვაქცინები - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
AstraZeneca-ს და Sinopharm-ის ვაქცინების ახალი პარტიები საქართველოში ივნისში შემოვა

მთავრობის მეთაურები აღნიშნავენ, რომ პანდემიის დამარცხებაში მასობრივ, უსაფრთხო ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პრემიერ-მინისტრები გამოთქვამენ მზადყოფნას გააგრძელონ ევროკომისიასთან მუშაობა ამ მიმართულებით.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან პირველ ეტაპზე მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვისაც არის შესაძლებელი.

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით – AstraZeneca-თი, Pfizer-ით, Sinopharm-ითა და Sinovac-ით ხორციელდება. ყველა ამ ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.

ამჟამად საქართველოში სულ აცრილია 138.914 პირი, სრულად კი (ორჯერადად) – 26.101 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0