AstraZeneca-ს და Sinopharm-ის ვაქცინების ახალი პარტიები საქართველოში ივნისში შემოვა

© AP Photo / Attila BalazsCOVID-19-ის საწინააღდეგო ვაქცინები
COVID-19-ის საწინააღდეგო ვაქცინები - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
გამოწერა
საქართველო COVAX პლატფორმის მეშვეობით მესამე და მეოთხე კვარტალში კიდევ 1,4 მილიონ დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს.

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის მესამე პარტია - 43 ათასი დოზა - საქართველომ ივნისის შუა რიცხვებში უნდა მიიღოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე.

AstraZeneca ვაქცინის პირველი პარტია (43 200 დოზა) საქართველოში 13 მარტს ჩამოვიდა, ხოლო მეორე - მაისის დასაწყისში.

რაც შეეხება ჩინურ ვაქცინა Sinopharm-ს, მისი პარტია ქვეყანაში ივნისის მეორე ნახევარში შემოვა. ხოლო ივლისის დასაწყისში საქართველომ „წითელი ჯვრისგან“ საჩუქრად კიდევ 100 ათასი დოზა უნდა მიიღოს. ქვეყანამ ამ პრეპარატის პირველი პარტია აპრილის დასაწყისში მიიღო.

ჩინური ვაქცინა - Sinovac - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
ჩხაიძე: უახლესი დასკვნების თანახმად, Sinovac-ის ეფექტიანობა Pfizer-ისას უტოლდება

გამყრელიძის თქმით, საქართველო COVAX პლატფორმის მეშვეობით მესამე და მეოთხე კვარტალში Sinopharm-ის ვაქცინის კიდევ 1.4 მილიონ დოზას მიიღებს.

გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველო ამჟამად აფორმებს შეთანხმებას Pfizer-ის ვაქცინის მილიონი დოზის მისაღებად.

მისივე თქმით, საქართველო ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს Moderna-სა და Novovax-ის ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო AstraZeneca-ს პრეპარატით, ხოლო Pfizer-ით – 30 მარტს. 4 მაისიდან საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაცია ჩინური პრეპარატი Sinopharm-ით დაიწყო.

პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრა, მაგრამ შემდგომში პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად უკვე 18 წელზე უფროსი ასაკის პირებს მოიცავს. დღეიდან საქართველოში ჩინური პრეპარატი Sinovac-ით ვაქცინაციაც დაიწყო.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 113 ათასმა ადამიანმა გაიკეთა, აქედან 16.555 მოქალაქემ ვაქცინის სრული, ორი დოზა მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0