18:26 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
76 0 0

პანდემიის დამარცხებაში მასობრივ, უსაფრთხო ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მიიჩნევენ მთავრობის მეთაურები.

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი წერილით მიმართეს ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უზრუნველყოფაში დახმარებას სთხოვენ, იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.

„სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მიმართავს ევროკომისიას თხოვნით, რომ ევროკავშირმა საკუთარი „ვაქცინების გაზიარების მექანიზმი" გაავრცელოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე იმავე პრინციპით, რომელიც ახლახან იქნა გამოყენებული დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ, რაც სხვა წყაროებიდან მიღებულ ვაქცინებთან ერთად დაეხმარება ამ ქვეყნებს დროულად შეავსონ ვაქცინების მარაგი“, - ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის მეთაურები აღნიშნავენ, რომ პანდემიის დამარცხებაში მასობრივ, უსაფრთხო ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პრემიერ-მინისტრები გამოთქვამენ მზადყოფნას გააგრძელონ ევროკომისიასთან მუშაობა ამ მიმართულებით.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან პირველ ეტაპზე მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვისაც არის შესაძლებელი.

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით – AstraZeneca-თი, Pfizer-ით, Sinopharm-ითა და Sinovac-ით ხორციელდება. ყველა ამ ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.

ამჟამად საქართველოში სულ აცრილია 138.914 პირი, სრულად კი (ორჯერადად) – 26.101 ადამიანი.

მთავარი თემები