14:32 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (416)
97 0 0

ბოლო მონაცემებით, შემდეგ კვირაში საქართველოს პარლამენტში 150–დან სულ მცირე 113 დეპუტატი შეიკრიბება       

თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. საქართველოს პარლამენტში დეპუტატების საკმარისი რაოდენობა შეიკრიბება იმისთვის, რომ კონსტიტუციაში საარჩევნო შესწორებები შევიდეს, განუცხადა Sputnik–საქართველოს ექსპერტ–კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ.

მეამბოხეები სააკაშვილის პარტიიდან – რის მიღწევას ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა"?>>

საარჩევნო რეფორმის გატარება მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის გაფორმებული კომპრომისული შეთანხმების ერთ–ერთი პუნქტია. შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა დათანხმდა პარლამენტში შესვლას, რომლის მუშაობასაც ნახევარი წლის განმავლობაში ბოიკოტს უცხადებდა.

„პარლამენტის შემადგენლობაში პარლამენტის წევრთა ¾–ზე მეტი იქნება. ეს რაოდენობა კი სრულიად საკმარისია ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, მათ შორის კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების მისაღებად, რომლებიც მათი მიღებისთანავე ამოქმედდება. უმრავლესობას პარლამენტში ჯერჯერობით 84 დეპუტატი წარმოადგენს 150–იდან. დანარჩენი ვინც შევა, ოპოზიციას წარმოადგენს“, – განაცხადა ხმალაძემ.

მან დეტალურად ისაუბრა დაგეგმილ საარჩევნო რეფორმაზე.

„ეს ცვლილებები საარჩევნო სისტემაში არის პროპორციულ სისტემაზე სრული გადასვლა, საარჩევნო ბარიერის დაწევა. მაგრამ თუ პარლამენტის ზოგიერთი წევრი უცბად უარს არ იტყვის ამ ცვლილებების მხარდაჭერაზე. ასეთი პრეცედენტი უკვე იყო საქართველოში, როდესაც ერთპარტიულმა საპარლამენტო უმრავლესობამ, რომელსაც ჰქონდა ასევე საკონსტიტუციო უმრავლესობა, ასევე მოახდინა სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიცირება. მაგრამ როდესაც საკითხი კენჭისყრაზე დააყენეს, საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრმა მხარი არ დაუჭირა ამ ხვლილებას და ეს საარჩევნო რეფორმა ჩავარდა“, – აღნიშნა ხმალაძემ.

საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობა წარმოდგენილია 84 დეპუტატით მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. აქამდე პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობდა ოპოზიციიდან ორი დეპუტატი პარტია „მოქალაქეებიდან“ და ოთხი – „ევროპელი სოციალისტებიდან“ (რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წარმომადგენლები არიან), ასევე ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის ექვსი წარმომადგენელი

ვინ შეწყვიტა ბოიკოტი

ბოლო მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის მუშაობაში 27 აპრილს კიდევ 14 ოპოზიციონერი ჩაერთვება. მათ ამ დროისთვის ხელი უკვე მოაწერეს შეთანხმებას.

ამჟამად ოპოზიციიდან ხელი მოწერილი აქვთ: პარტიიდან „სტრატეგია აღმაშენებელი“ ოთხიდან სამ დეპუტატს, ასევე სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება „ლელოს“ ოთხივე წევრი.

პარლამენტში შესასვლელად ასევე მზადაა ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც კენჭი იყარა პარტიიდან „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“, თუმცა არჩევნების შემდეგ პარტია დატოვა და თავისი ახალი პარტისა „გირჩი – მეტი თავისუფლება“ შექმნა. დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა ჯაფარიძის ყოფილმა სამივე თანამებრძოლმა, რომლებიც პარლამენტში გავიდნენ.

ამავე დროს, პარლამენტის მუშაობისადმი ბოიკოტს განაგრძობს მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

უკვე ცნობილია, რომ დამოუკიდებელი დეპუტატების სახით საკანონმდებლო ორგანოში შესვლას აპირებენ დეპუტატები გრიგოლ ვაშაძე და სალომე სამადაშვილი, რომლებმაც „ნაცმოძრაობა“ დატოვეს. ასევე მზადაა პარლამენტში შესასვლელად ხათუნა სამნიძე, რომელიც პარლამენტში ბლოკის „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ სიით მოხვდა.

 „ნაციონალებთან“ ერთად ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან „ევროპული საქართველოს“ წევრები, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის ყოფილმა თანამოაზრეებმა ჩამოაყალიბეს. თუმცა პარლამენტში საარჩევნო სიით გასული ხუთი ადამიანიდან სამმა ხელი მოაწერა შეთანხმებას და მზადაა საპარლამენტო საქმიანობას შეუდგეს.

ბოიკოტს განაგრძობს „ლეიბორისტული პარტიაც“, რომელმაც არჩევნების შედეგად მხოლოდ ერთი მანდატი მოიპოვა.

ამგვარად, ბოლო მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში შემდეგი კვირიდან სულ მცირე 113 დეპუტატი შეიკრიბება 150–იდან.. სწორედ ამდენი ხმაა საჭირო იმისთვის, რომ კონსტიტუციაში დაგეგმილი საარჩევნო შესწორებები შევიდეს.

თუმცა პარლამენტის ცალკეული წევრები უერთდებიან შეთანხმებას. ასე რომ კვირის ბოლოს მათი რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (416)

მთავარი თემები