ოპოზიციამ მასშტაბური საპროტესტო აქცია და რეგიონებში გასვლები დააანონსა

© Sputnik / Alex Shlamovსაინფორმაციო მიტინგი 2021 წლის 20 მარტს
საინფორმაციო მიტინგი 2021 წლის 20 მარტს - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
გამოწერა
გიგი უგულავას თქმით, ოპოზიციის ლიდერები რეგიონებში განაწილდებიან, „ივლიან ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ, კარდაკარ“

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. საქართველოს ოპოზიცია, რომელიც კვლავ ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს, გაზაფხულისთვის სამომავლო გეგმები გაახმოვანა.

საპროტესტო აქციის მონაწილე „გირჩის“ დროშით - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
პარტია „გირჩი“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს იწყებს

ოპოზიცია თბილისში მასშტაბური აქციის გამართვას 20 მარტს გეგმავდა. მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთან“ გამართული მოლაპარაკებების გამო აქცია გაუქმდა. ხუთშაბათს ღამით მოლაპარაკებათა პროცესი უშედეგოდ დასრულდა.

ოპოზიციამ მასშტაბური საპროტესტო აქცია 15 მაისს პარლამენტთან დაგეგმა, მანამდე კი ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერების მობილიზაცია რეგიონებში მოახდინოს.

„დღეიდან, ამ წუთიდან, ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ჩავალთ ყველა ქალაქში, სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი... ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. თუმცა, ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე და ეს მოხდება 15 მაისს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ოპოზიციის ლიდერები რეგიონებში განაწილდებიან, „ივლიან ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ, კარდაკარ“.

„ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, ეს არჩევნები დაინიშნება იძულებით ხალხისგან, რომელიც გამოვა და იმოძრავებს თავის სოფელში, თავის ქალაქში, თავის ქუჩებზე, იქნება სრული პროტესტი და დაუმორჩილებლობა. ამას სჭირდება რამდენიმე თვე“, - განაცხადა უგულავამ.

პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში – გაგრძელება: მოლაპარაკებები ჩიხშია, რა იქნება შემდეგ?

პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად საქართველოში ჩამოვიდა შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი, რომელიც მოლაპარაკებებზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატი საქართველოში დაგეგმილზე მეტი დროით დარჩა, მხარეების პოზიციების დაახლოება მან ვერ შეძლო. მოლაპარაკების ბოლო რაუნდი, რომელიც გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო, ათ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მაგრამ არაფერი არ შეცვლილა - ოპოზიცია ითხოვს ვადამდელ არჩევნებს, ხელისუფლება ამაზე არ თანხმდება.

ამასთან მხარეებმა ერთმანეთი მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულეს.

ყველა ახალი ამბავი
0