პარტია „გირჩი“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს იწყებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქციის მონაწილე „გირჩის“ დროშით
საპროტესტო აქციის მონაწილე „გირჩის“ დროშით - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
გამოწერა
მოლაპარაკებები, რომლებიც ხელისუფლების წამომადგენლებსა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარეობდა, უშედეგოდ დასრულდა

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსთან“ ინდივიდუალური მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ ბოლო დრომდე, სხვა ოპოზიციონერი კოლეგებისგან განსხვავებით, ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა და სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმას არ აპირებდა.

„უკვე ნაკლები იმედი გვაქვს, რომ ფასილიტატორები გადაწყვეტენ ჩვენს პრობლემას... ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებას „ქართულ ოცნებასთან”. მე შევუთანხმდი, დავუკავშირდი „ქართულ ოცნებას”, რომ მათთან მქონდეს უშუალო ურთიერთობა“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
„რეალურად არ იდო არაფერი“: ზურაბ ჯაფარიძე „ოცნებასთან“ მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზებზე

ეს განცხადება მეგრელიშვილმა გააკეთა მოლაპარაკებების ჩაშლის მეორე დღეს, რომელიც პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობდა.

პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად საქართველოში ჩამოვიდა შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი, რომელიც მოლაპარაკებებზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატი საქართველოში დაგეგმილზე მეტი დროით დარჩა, მხარეების პოზიციების დაახლოება მან ვერ შეძლო. მოლაპარაკების ბოლო რაუნდი, რომელიც გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო, ათ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მაგრამ არაფერი არ შეცვლილა - ოპოზიცია ითხოვს ვადამდელ არჩევნებს, ხელისუფლება ამაზე არ თანხმდება.

ამასთან მხარეებმა ერთმანეთი მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულეს.

ყველა ახალი ამბავი
0