ქვეყნის ახალი მთავრობა მუშაობას დღეიდან იწყებს

© REUTERS / IRAKLI GEDENIDZEირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა ახალი კაბინეტი პარლამენტში
ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა ახალი კაბინეტი პარლამენტში - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გამოწერა
ახლანდელ მინისტრთა კაბინეტში ორი ახალი სახეა – თავდაცვის მინისტრი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ქვეყნის ახალი მინისტრთა კაბინეტი მუშაობას დღეიდან შეუდგება.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობას მეორედ ჩაუდგა სათავეში. პრემიერ-მინისტრად მისი დანიშვნის შესახებ განკარგულებას პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა მას შემდეგ, რაც ორშაბათს, საღამოს საქართველოს პარლამენტმა ღარიბაშვილსა და მის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
საქართველოს პრეზიდენტმა ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა

საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა. პოლიტიკოსმა ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო და აღნიშნა, რომ თავის გუნდთან ვერ მიაღწია თანხმობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხზე.

ღარიბაშვილის მთავრობაში ორი ახალი მინისტრია – თავდაცვის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის.

ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტი ასე გამოიყურება:

  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე
  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა
  • საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე
  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი
  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი
  • სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – თეა ახვლედიანი.  

ოფიციალურად მინისტრები თანამდებობებზე უახლოეს დღეებში დაინიშნებიან.

მთავრობის დამტკიცების პარალელურად საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა სამთავრობო პროგრამასაც - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

რა უთხრა ღარიბაშვილმა პარლამენტს - მთავარი თეზისები>>

პროგრამის მთავარი პრიორიტეტებია ეკონომიკური კრიზისის გადაჭრა, ჯანდაცვის საკითხები და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება.

ყველა ახალი ამბავი
0