23:07 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა (120)
56 0 0

პრემიერობის კანდიდატი უახლოეს მომავალში ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაწყებასა და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას აპირებს

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმაზე დაიწყებს მუშაობას, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე.

საქართველოს პარლამენტი კენჭს მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს უყრის>>

ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ პარლამენტს თავისი პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ წარუდგინა, რომელიც მთავრობის წინა მეთაურის გიორგი გახარიას დროს დამტკიცდა და უცვლელი დარჩა.

  • ნდობის მიღების შემთხვევაში ჩემს გუნდთან ერთად წარმოვადგენ ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას. ეს გეგმა გაყოფილი იქნება შუალედურ მოკლევადიან ეტაპებად და გახდება საზოგადოების განხილვის საგანი. ამის შემდეგ გადაიქცევა სამთავრობო პროგრამად, განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერობის კანდიდატმა მთავრობის მოკლევადიანი ამოცანებიც დაასახელა.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა, ასევე მძიმე ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამ დროისთვის პრემიერობის კანდიდატი მმართველი პარტიის წარმომადგენლების კითხვებზე პასუხების გაცემისთვის ემზადება.

ამის შემდეგ ღარიკბაშვილის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

თემები:
საქართველოს მთავრობა (120)

მთავარი თემები