05:56 07 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
გადაწყვეტილება ცნობილია: ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა (16)
101 0 0

როგორც მელიას საქმის პროკურორმა აღნიშნა, სასამართლომ უკვე გასცა განკარგულება, შესაბამისმა ორგანომ გადაწყვეტილება გონივრულ ვადებში შეასრულოს

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. საქართველოში აღარ დარჩა ცალკეული პარტია, ახლა არსებობს არჩევანი ქართულ ეროვნულ მოძრაობასა და „ქართულ ოცნებას“ შორის, ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსსაათიანი განხილვის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და პატიმრობა შეუფარდა. თავად მელიასთვის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა ოფისში, სადაც ის მხარდამჭერთა და წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერების გარემოცვაში იმყოფება.

„გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენის მანძილზე არის. ამიტომ მინდა მთელმა საზოგადოებამ იცოდეს, წაშლილია ყოველგვარი პარტიული ატრიბუტიკა, პარტიული ნიშანი, პარტიული პოლიტიკა დასრულებულია, არ არსებობს პარტიული პოლიტიკა, ეროვნული მოძრაობის ინტერესები, ქართული ეროვნული მოძრაობა და მეორე მხარეს ოკუპანტის ინტერესები და ივანიშვილის წარმომადგენელები. ან ვდგავართ ერთ მხარს, ან ვდგავართ მეორე მხარეს“, - განაცხადა მელიამ.

მან შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მხარდაჭერისთვის მადლობა გითხრათ ყველა კოლეგის სახელით. ძალიან დიდი სოლიდარობა ვიგრძენი უკანასკნელი დღეების განმავლობაში, რომელიც 41 წლის განმავლობაში არ მიგრძვნია“, - განაცხადა მელიამ.

მელია და მისი მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში არიან შეკრებილები. იქვე იმყოფებიან სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ხელისუფლებას არ მისცემენ ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას.

როგორც მელიას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, სასამართლომ უკვე გასცა განკარგულება გადაწყვეტილების გონივრულ ვადებში აღსრულების თაობაზე. თუმცა მელიას დაპატიმრება პროკურატურას არ ეხება, ეს შსს-ს პრეროგატივაა.

მედიამ გაავრცელა შსს-ს განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის ბაზაზე გადაღებული კადრები და განაცხადა, რომ მელიას დაპატიმრებისთვის მომზადება მიმდინარეობს. შსს-მ ეს ინფორმაცია უარყო და ბაზაზე მიმდინარე მოვლენებს რიგითი როტაცია უწოდა.

თემები:
გადაწყვეტილება ცნობილია: ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა (16)

მთავარი თემები