05:43 07 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (308)
202 0 0

უწყება 2–2 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის შესახებ პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ორმა წარმომადგენელმა უკვე მიიღო.

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. „დაუმორჩილებლობის აქციის“ აქტივისტებს შორის, ვინც მიიღო შეტყობინება ჯარიმის შესახებ, არის ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ირაკლი კუპრაძე, იუწყება „რუსთავი2“.

ე.წ. დამოუმორჩილებლობის აქცია თბილისში შაბათს, საღამოს 9 საათის შემდეგ გაიმართა, როდესაც ქალაქში ყოველგვარი გადაადგილება აკრძალულია და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 2 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმაა განსაზღვრული.

კუპრაძე პოლიციის დეპარტამენტში 21 საათის შემდეგ გადაადგილების აკრძალვის წესის დარღვევის შესახებ საქმის ინდივიდუალური განხილვისთვის დაიბარეს.

პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს და სახელმწიფო ინსპექტორის სახელზე საჩივარს დაწერს პოლიციის ქმედების გამო – რომ მათ ჯარიმის თაობაზე აცნობეს მის მშობლებს და არა თავად მას, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის დარღვევაა.

იმავე დღეს „კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის „ლელოს“ კიდევ ერთი წევრი თამაზ დათუნაშვილი დაჯარიმდა.

ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება 2020 წლის 28 ნოემბრიდან აკრძალულია.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (308)

მთავარი თემები