ახალგაზრდებმა თბილისში კომენდანტის საათის დროს დაუმორჩილებლობის მარში მოაწყვეს

© Sputnik / STRINGERმსვლელობა კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ
მსვლელობა კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2021
გამოწერა
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაა შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის

თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდამ კომენდანტის საათის დროს თბილისის ქუჩებში დრამების თანხლებით და საჰაერო ბუშტებით ხელში მსვლელობა მოაწყო.

„ჯერ ვერ ვიტყვით, კონკრეტულად საით წავალთ, რადგან ყველა ადგილი, რომელიც ჩვენ დავასახელეთ, პოლიციამ გადაკეტა. ამიტომ, სად წავალთ - საიდუმლოა“, - განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა.

აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2021
თბილისში კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

ახალგაზრდების მსვლელობა ძალიან ფერადია, მარშის მონაწილეთა ნაწილს ფერადი ნიღბები უკეთია, სხვებს ფერადი საჰაერო ბუშტები უკავიათ.

მათი მთავარი მოთხოვნაა შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის.

© Sputnik / STRINGERსუპერგმირების აქცია-პერფორმანსი კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში
ახალგაზრდებმა თბილისში კომენდანტის საათის დროს დაუმორჩილებლობის მარში მოაწყვეს - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2021
სუპერგმირების აქცია-პერფორმანსი კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც შეეცადა არ გაეტარებინა მარშის მონაწილეები სავალ ნაწილზე, მაგრამ მათ გაარღვიეს კორდონი და რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე გავიდნენ. პოლიცია აქციის მონაწილეებს უკან მიყვება.

ახალგაზრდული ორგანიზაციების გარდა, მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ჯერ თბილისის ქუჩებს შემოივლიან, შემდეგ კი ღამეს ქუჩაში გაატარებენ.

ყველა ახალი ამბავი
0