თბილისში კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

© Sputnik / STRINGERაქცია-პერფორმანსი პარლამენტთან
აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2021
გამოწერა
ტურისტული ბიზნესის, გასართობი და ფიტნეს-ცენტრების წარმომადგენლები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის გამოც ეს სფეროები არ იხსნება

თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. ბიზნესის წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტთან უჩვეულო აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს - პროტესტის მთავარი გმირები არიან გმირების კოსტიუმებში გადაცმული მუსიკოსები და ანიმატორები, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

მეტრო - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში 8 თებერვლიდან: დეტალური ინფორმაცია

მუსიკოსები, ტურისტული ბიზნესის, გასართობი და ფიტნეს-ცენტრების წარმომადგენლები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის გამოც ეს სფეროები არ იხსნება.

პროტესტის ნიშნად მათ მოაწყვეს პერფორმანსი პარლამენტის შენობასთან, სადაც ყველა მსურველს შეეძლო გიდის მომსახურების მიღება, ანიმატორებთან ფოტოს გადაღება და მუსიკოსების მოსმენა.

მონაწილეებმა პარლამენტთან მიიტანეს პლაკატები წარწერებით „რეგულაცია=შიმშილს“, „მუშაობა გვინდა“ და ა.შ.

„ჩვენ უკვე გაკოტრების ზღვარზე ვართ. მე თბილისში მქონდა ოთხი გასართობი ცენტრი, საიდანაც ერთზე უკვე უარის თქმა მომიწია, დანარჩენები დახურვის ზღვარზეა, რადგან იჯარას ვერ ვიხდი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მომიტინგეებს ფიტნეს-ცენტრების წარმომადგენლები და გიდები შეუერთდნენ. უკანასკნელებმა პროტესტის ნიშნად თბილისში რამდენიმე მინიექსკურსია ჩაატარეს.

აქციის კიდევ ერთი ლაიტმოტივი იყო თხილამურები პარლამენტის შენობასთან, როგორც დაკეტილი ზამთრის კურორტების ერთ-ერთი სიმბოლო.

 საქართველომ ცა გახსნა: რეისები არის, ტურისტები — არა - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2021
საქართველომ ცა გახსნა: რეისები არის, ტურისტები — არა

აქცია-პერფორმანსი 18:00 საათამდე გაგრძელდება, შემდგომში ბიზნესის წარმომადგენლებს ჩაანაცვლებენ ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები, რომლებიც 21:00 საათზე დედაქალაქის ქუჩებში კომენდანტის საათის წინააღმდეგ დაუმორჩილებლობის მარშს მოაწყობენ.

საქართველოს მთავრობამ მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების ფონზე ახალი გადაწყვეტილება მიიღო - მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი და იხსნება რესტორნები, თუმცა მხოლოდ ღია სივრცეებში. ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ რესტორატორებმა დაგეგმილ დაუმორჩილებლობაზე და 15 თებერვლამდე რესტორნების გახსნაზე უარი თქვეს. თუმცა საქართველოში მთელი რიგი შეზღუდვების ნარჩუნდება - ჯერჯერობით მუშაობას არ იწყებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, სავალდებულოა პირბადეების ტარება და ღამის საათებში გადაადგილება კვლავ აკრძალული იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0