06:16 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
72 0 0

საქართველოში მთელი დღე ელოდებოდნენ – ვინ ჩაანაცვლებდა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც პოლიტიკიდან და პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ღია წერილით გაახმოვანა.

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ სათავეში ჩაუდგება პარტიის ამჟამინდელი აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. მის კანდიდატურას პარტიის ყრილობაზე 16 იანვარს დაამტკიცებენ.

გარდა ამისა, შაბათს, 16 იანვარს ასევე დამტკიცდება პარტიის პოლიტსაბჭო, რომელიც 21 ადამიანით იქნება დაკომპლექტებული.

პარტიის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 11 იანვარს მმართველი პარტიის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ის პოლიტიკიდან მიდის, რადგან საკუთარ მისიას შესრულებულად მიიჩნევს.

მთავარი თემები