თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ სათავეში ჩაუდგება პარტიის ამჟამინდელი აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. მის კანდიდატურას პარტიის ყრილობაზე 16 იანვარს დაამტკიცებენ.
გარდა ამისა, შაბათს, 16 იანვარს ასევე დამტკიცდება პარტიის პოლიტსაბჭო, რომელიც 21 ადამიანით იქნება დაკომპლექტებული.
პარტიის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 11 იანვარს მმართველი პარტიის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ის პოლიტიკიდან მიდის, რადგან საკუთარ მისიას შესრულებულად მიიჩნევს.