ელენე ხოშტარია ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნის

© photo: Sputnikელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელენე ხოშტარია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი „ევროპული საქართველოს“ პარტიული სიით გახდა.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარტია ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შეუერთდება თუ არა ელენე ხოშტარია ალეკო ელისაშვილის პარტიას>>

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების დაწყებას გეგმავს, რჩება ოპოზიციაში და არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ გადადის.

„მე მაქვს ახალი გეგმები – პოლიტიკური ცხოვრების ამ ეტაპზე შევქმნა დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა, ასევე მტკიცე ერთიანი, კოორდინირებული, პრინციპული პოლიტიკური პროცესი და მე ორივე მიმართულებით ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

როგორც პოლიტიკოსმა განმარტა, მისი პოზიციები უცვლელია და პარლამენტში შესვლას არ გეგმავს.

ელენე ხოშტარია - Sputnik საქართველო
თქვენი ფული არ გვჭირდება – პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელფასი უკან დააბრუნა

მეათე მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბა, მაგრამ მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებით. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და მათ შორის ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე, რადგან მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

ელენე ხოშტარია 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2017 წელს თბილისის მერობის კანდიდატი იყო „ევროპული საქართველოდან“, იყო ამავე პარტიის და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვაკის მაჟორიტარულ ოლქში.

ყველა ახალი ამბავი
0