შეუერთდება თუ არა ელენე ხოშტარია ალეკო ელისაშვილის პარტიას

© FB / Alexander Elisashviliალექსანდრე ელისაშვილი
ალექსანდრე ელისაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერებს ჰქონდათ აზრთა სხვადასხვაობა ბევრ საკითხთან დაკავშირებით, განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარტიიდან ელენე ხოშტარიას წასვლის მიზეზებზე საუბრისას.
შეუერთდება თუ არა ელენე ხოშტარია ალეკო ელისაშვილის პარტიას
„ლიდერებს რომ დიდი ხნის განმავლობაში კონფლიქტი ჰქონდათ, ეს ჩვენთვის ცნობილია. არ ვიცი პარტიიდან წასვლის შემდეგ რას გააკეთებს ელენე ხოშტარია, არც ის ვიცი, გახდა თუ არა რაიმე კონკრეტული მიზეზი მოტივატორი, რომელმაც მისი ეს გადაწყვეტილება დააჩქარა, თუმცა ვიცი, რომ ელენე ხოშტარია ჩვენს პარტიაში ნამდვილად არ იქნება“, – განაცხადა ელისაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.

„ევროპული საქართველოდან“ ელენე ხოშტარიას წასვლის შესახებ ინფორმაცია დღეს ტელეკომპანია „TV პირველმა“ გაავრცელა. თვითონ პოლიტიკოსს ოფიციალური განცხადება პარტიიდან წასვლის შესახებ ჯერ არ გაუკეთებია.

მეათე მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბა, მაგრამ მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებით. ოპოზიციამ უარი განაცხადა საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე, რადგან მიიჩნევს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. რამდენიმე დღის წინ ელენე ხოშტარიამ უკან დააბრუნა ხელფასი, რომელიც, მიუხედავად ბოიკოტისა, მას მაინც ჩაურიცხეს – როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატს.

ყველა ახალი ამბავი
0