თქვენი ფული არ გვჭირდება – პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელფასი უკან დააბრუნა

© Sputnik / Alex Shlamovელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ჩანს, ხელფასს 60-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი მიიღებს, რომელთა უფლებამოსილება ჯერ შეჩერებული არ არის. ვინ და როგორ გამოიყენებს თანხას?

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ უკან დააბრუნა ხელფასი, რომელიც, მიუხედავად ბოიკოტისა, მას მაინც ჩაურიცხეს – როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატს.

დეპუტატის ხელფასი 4.624 ლარს შეადგენს.

ოპოზიცია მთავრობის კონტროლს საკუთარ თავზე იღებს>>

„პარლამენტმა – არ ვიმჩნევთ, რომ არ ხართო და ჩარიცხეს ხელფასი, რა მაგარი მოიფიქრეს! წამებში მიიღეს უკან“, – დაწერა ხოშტარიამ Facebook-ის თავის გვერდზე.

გვერდზე გამოქვეყნებულია ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ჯერ კიდევ დეპუტატმა (სანამ პარლამენტი ოპოზიციის განცხადებებს არ განიხილავს უფლებამოსილების მოხსნის შესახებ) ხოშტარიამ ჩარიცხული თანხა უკან, სახელმწიფო ხაზინაში დააბრუნა. „ევროპული საქართველოს“ ხუთივე წარმომადგენელმა, რომლებიც პარლამენტის დეპუტატები გახდნენ, ოფიციალური განცხადება დაწერა სადეპუტატო მანდატზე უარის თქმის თაობაზე.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება" პარლამენტში ოპოზიციურ ძალებს იწვევს, მაგრამ ყველას არა

მიუხედავად ამისა, მათი სადეპუტატო უფლებამოსილება ჯერ შეჩერებული არ არის.

დეპუტატის ხელფასის დარიცხვის თაობაზე ასევე სოციალურ ქსელში განაცხადა ნატო ჩხეიძემ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მოხვდა ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ სიით.

„გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, თანაც უკლებლივ. ერთი თეთრიც არ დაკლებია... ახლა საფიქრელი გამიჩინეს, რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას”, – დაწერა ჩხეიძემ.

მეათე მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბა, მაგრამ მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებით. ოპოზიციამ უარი განაცხადა საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე, რადგან მიიჩნევს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენელი შედის>>

ამ დროისთვის სადეპუტატო მანდატებზე ოფიციალურად უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (ერთი მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (ოთხი მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (ოთხი მანდატი), „ევროპული საქართველო“ (ხუთი მანდატი), „პატრიოტთა ალიანსის“ სამმა წარმომადგენელმა (სულ 4 მანდატი).

პარლამენტი - Sputnik საქართველო
ოპოზიციურ პარტიებს მომდევნო ექვსი თვე საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდება

ამ პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმებისთვის უკვე მიმართეს, ხოლო დეპუტატებმა – უფლებამოსილების მოხსნის შესახებ – პარლამენტს.

ამ სიას ასევე შეუერთდა პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. „გირჩის“ დანარჩენ წევრებს კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტში მმართველ „ქართულ ოცნებას“ 90, ხოლო რვა ოპოზიციურ პარტიას 60 ადგილი ერგო.

ყველა ახალი ამბავი
0