09:29 26 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0147
  • 100 RUB4.3931
  • USD3.3043
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (259)
2613 0 0

ნიკა მელიას, რომელმაც ხმათა 64.9% ხმა მიიღო, პარტიის თავმჯდომარედ 27 დეკემბერს პარტიის ყრილობაზე დაამტკიცებენ.

თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. ნიკა მელიას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვება თავის Facebook-გვერდზე მიულოცა ლევან ვარშალომიძემ, რომელიც ამ პოსტზე მასთან ერთად იყო წარდგენილი.

ორივე კანდიდატი პოლიტსაბჭომ ხმათა უმრავლესობით შეარჩია. მოქალაქეებმა არჩევანი სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის გააკეთეს.

 

პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, თავმჯდომარის არჩევა რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტრონული კენჭისყრით, პარტიის Facebook-გვერდზე მიმდინარეობდა, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო. კენჭისყრა 21 დეკემბერს დაიწყო და პარასკევს, 21:00 საათზე დასრულდა.

ნიკა მელიამ ხმათა 64.9% ხმა მიიღო, ლევან ვარშალომიძემ კი - 35.1%. ელექტრონულ კენჭისყრაში 20 ათასზე მეტმა მოქლაქემ მიიღო მონაწილეობა.

მელიას პარტიის თავმჯდომარედ 27 დეკემბერს პარტიის ყრილობაზე დაამტკიცებენ.

„ნიკა მელიას გამარჯვებას ვულოცავ! ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისათვის მადლობა მინდა გადავუხადო! ახლა მომავალი გამარჯვებების დროა, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და განვითარება“, - წერს ვარშალომიძე.

ნიკა მელია  2013-2014 წლებში მთაწმინდის გამგებელი იყო, 2014 წელს კი - თბილისის მერობის კანდიდატი. 2015 წლიდან არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 2016-2019 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2019 წლის 25 ივნისს საქართველოს  პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. 2019 წლის 12 ნოემბერს  მელიას პარლამენტარის უფლებამოსილობა შეუჩერდა.
მელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა –  ძალა ერთობაშია“ გლდანის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მისმა ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ 15 დეკემბერს ყველასთვის მოულოდნელად პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. 

გრიგოლ ვაშაძემ ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე  დატოვა. ოპოზიცია, რომელიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. 

გრიგოლ ვაშაძე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი 2017 წელს გახდა. იგი პარტიის თავმჯდომარის პოსტს 2019 წლის 24 მარტიდან იკავებდა.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (259)

მთავარი თემები