კობახიძე: ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ISFED-ს ხარვეზის მიზეზი ადამიანური შეცდომაა

© Georgian Dreamირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკემბრის დასაწყისში „სამართლიანი არჩევნები“ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ორგანიზაციამ დააზუსტა პარალელური დათვლების შედეგები, რამაც ქართულ პოლიტიკურ წრეებში დავა გამოიწვია.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ISFED-ის ხელმძღვანელის გადადგომას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაშვებული ხარვეზები ადამიანური შეცდომა არაა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა.

თბილისი - Sputnik საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ის გარემოება, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ერთი თვის განმავლობაში მალავდა ხარვეზს, რომელიც, მათივე ინფორმაციით, ჯერ კიდევ ნოემბრის პირველ ნახევარში იყო იდენტიფიცირებული, კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს შეგნებულ მანიპულაციასთან დაკავშირებით.

„ყველას კარგად გვესმის, რომ სწორედ ცესკოს შედეგების აცდენა PVT-ს (ხმების პარალელური დათვლა) შედეგებთან გახდა ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბების მტკიცების მთავარი საყრდენი“, – განაცხადა კობახიძემ.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, ორგანიზაციის გამგეობამ არ გააკეთა განცხადება მათ მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციაზეც, რომელიც საარჩევნო უბნების 8%-ში შემაჯამებელი ოქმების დაბალანსების პრობლემას უკავშირდებოდა.

„სინამდვილეში, ბიულეტენების ზედმეტობა დაფიქსირდა ქვეყნის მასშტაბით 19 საარჩევნო უბანზე, რაც საარჩევნო უბნების არა 8, არამედ 0,5%-ია. როდესაც ორგანიზაცია უშვებს ერთ უხეშ ხარვეზს, კიდევ შეიძლება საკუთარი თავი დააჯერო, რომ ეს იყო ადამიანური შეცდომა, მაგრამ როდესაც ორგანიზაცია უშვებს ერთდროულად ორ უხეშ ხარვეზს, აქ თავის მოტყუება უკვე ძალიან რთულია“, – აღნიშნა მან.

კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის სურვილია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი „სამართლიანი არჩევნების" შელახული რეპუტაციის აღდგენას და ამ მიზნით მზად არის ითანამშრომლოს ორგანიზაციის გამგეობასთან და ახალ ხელმძღვანელობასთან.

დღეს „სამართლიანი არჩევნების” გამგეობამაც გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული ხარვეზი ადამიანური შეცდომაა, თუმცა ამ შეცდომის საზოგადოებისთვის დაგვიანებით გაცნობის პასუხისმგებლობა აღმასრულებელ დირექტორს ეკისრება.

ოპოზიციის აქცია 11.12.2020 - Sputnik საქართველო
სკანდალი ქართულ პოლიტიკაში: ISFED-ის ახალმა შედეგებმა ცხარე კამათი გამოიწვია

ISFED არჩევნების ხმების დათვლას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის (PVT) მეშვეობით ცესკოს პარალელურად ახორციელებდა. რამდენიმე კვირის წინ „სამართლიანი არჩევნების“ შიდა აუდიტმა გამოავლინა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.

კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ISFED-მა განაცხადა, რომ ამის შედეგად საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა, რაც გავლენას არ მოახდენდა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. მოგვიანებით ISFED-ის მიერ ხმების დათვლის შესწორებული შედეგები ძალიან დაუახლოვდა ცესკოს მიერ გამოცხადებულ შემაჯამებელ მონაცემებს – თითოეული საარჩევნო სუბიექტის შემთხვევაში ცდომილება 1%-ზე ნაკლები იყო.

„სამართლიანი არჩევნები“ პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს>>

მანამდე ოპოზიცია ISFED-ის მონაცემების საფუძველზე ამტკიცებდა, რომ მან კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი ადგილების მიღება შეძლო.

ყველა ახალი ამბავი
0