20:43 20 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (608)
159 0 0

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აუდიტის შედეგებმა გამოავლინა, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრის შედეგად გაირკვა, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა, რაც გავლენას არ ახდენს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე, ნათქვამია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) განცხადებაში.

რომელი პარტიები ვერ მიიღებენ სახელმწიფო დაფინანსებას: ცესკომ განკარგულება გამოსცა>>

ორგანიზაციაში, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი განახორციელა, აცხადებს, რომ აუდიტის შედეგებმა გამოავლინა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც.

„გასწორების შედეგად საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე“, – ნათქვამია ISFED–ს განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა. ამასთან, ამჟამად მიმდინარეობს ხარვეზის გამომწევევი მიზეზების მოკვლევა, რომელშიც ასევე ჩართულია „სამართლიანი არჩევნების” გამგეობა.

ISFED განმარტავს, რომ შიდა აუდიტი PVT-ის სტანდარტული პროცედურაა და ოთხ ეტაპს მოიცავს: 1. დამკვირვებლების მიერ გამოგზავნილი მონაცემების აუდიტი; 2. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი შესწორების ოქმების გადამოწმება; 3. ცდომილების ხარისხის გამოთვლის სისწორის აუდიტი; 4. არჩევნების დღის პროცესთან დაკავშირებული მონაცემების გადამოწმება.

უფრო ადრე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აღმოაჩინეს მარტივი ხარვეზი და ამასთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნებისგან“ მონაცემები მოითხოვეს.

ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები:

საარჩევნო სუბიექტი გამოთვლილი პროცენტი ცდომილების ხარისხი მინიმალური შედეგი მაქსიმალური შედეგი
„ქართული ოცნება" 47.6% 0.7% 46.9% 48.3%
„ნაცმოძრაობა – ძალა ერთობაშია" 27.4% 0.6% 26.8% 28.0%
„ევროპული საქართველო" 3.8% 0.2% 3.6% 4.0%
„პატრიოტთა ალიანსი" 3.2% 0.1% 3.1% 3.3%
„ლელო" 3.2% 0.2% 3.0% 3.4%
„სტრატეგია აღმაშენებელი" 3.1% 0.1% 3.0% 3.2%
„გირჩი" 3.0% 0.2% 2.8% 3.2%
„მოქალაქეები 1.3% 0.1% 1.2% 1.4%
„ლეობორისტული პარტია" 1.0% 0.1% 0.9% 1.1%
„ერთიანი საქართველო" 0.9% 0.1% 0.8% 1.0%

 

 

 

 

 

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (608)

მთავარი თემები