01:37 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (254)
55 0 0

პარტიის ლიდერები თავისი პარტიის მთავარ მიღწევად მიიჩნევენ იმას, რომ დებიუტანტმა პარტიამ პირველივე ჯერზე საპარლამენტო არჩევნებში ოთხი მანდატი მოიპოვა.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ერთი წლის განმავლობაში შეძლო, რომ ქვეყანაში წამყვანი პოლიტიკური ძალა გამხდარიყო, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარტიის დაფუძნების წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

„ლელო საქართველოსთვის“ 2019 წლის დეკემბერში ТВС Bank-ის მფლობელებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს–პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ დააფუძნეს. მათ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალად ედებათ ბანკის მეშვეობით დაახლოებით 17 მლნ დოლარის „გათეთრება“. ბიზნესმენებმა ხელისუფლების ეს ნაბიჯი დევნად შეაფასეს. საქმე ჯერ კიდევ სასამართლოშია.

„ეს ერთი წელი იყო განსაცდელებით, ბრძოლით აღსავსე. ეს იყო ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის ბრძოლა. ბრძოლა იმისთვის, რომ შევცვალოთ უიმედო ვითარება და უიმედო რეალობა. მინდა ვთქვა, რომ ერთი წლის განმავლობაში “ლელომ” უზარმაზარ შედეგს მიაღწია... “ლელომ” ერთ წელიწადში მოახერხა, რომ გამხდარიყო ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალა და ეს არის უზარმაზარი შედეგი“, – განაცხადა ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე.

პარტიის გუნდში ბანკირების გარდა არიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს ექს–პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლები კახა კოჟორიძე, ფიქრია ჩიხრაძე და ანა ნაცვლიშვილი, ასევე ცნობილი ექსპერტები.

ბიუჯეტიდან თანხას ის პარტია მიიღებს, რომელიც მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს>>

საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომელიც ქვეყანაში 31 ოქტომბერს ჩატარდა, „ლელოს“ დებიუტი არჩევნებში ოთხი სადეპუტატო მანდატით დამთავრდა. თუმცა, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, პარტიამ პარლამენტში შესვლაზე უარი ოფიციალურად განაცხადა.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (254)

მთავარი თემები